გიორგი გახარია: „კლუბებში პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტება არ დასტურდება... როდესაც შსს-ს აქვს დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს სამინისტროს მოქმედების არეალს“
14-05-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელი, რომელიც 13 მაისს კლუბებში შევიდა, აღჭურვილი იყო სამხრე კამერი და არც ერთი დადასტურებული ფაქტი, უფლებამოსილების გადამეტების, არ არსებობს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრის დასრულების შემდეგ და დაამატა, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს სამინისტროს მოქმედების არეალს, წერტილი.“

 

 

„დღეის მდგომარეობით არც ერთი ასეთი შემთხვევა [პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება] ომბუდსმენის ოფისში დადასტურებული არ არის, თუმცა ჩვენ მზად ვართ კიდევ ერთხელ განვიხილოთ ეს საკითხი“, თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას გახარიამ. 

 


„შსს-ს აქვს ძალიან მარტივი პასუხი, ყველა თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც იყო შესული კლუბში, იყო აღჭურვილი სამხრე კამერით. არც ერთი დადასტურებული ფაქტი, უფლებამოსილების გადამეტების, არ არსებობს. ვერ დადასტურდება, განსაკუთრებით კლუბის შიგნით, ამაში კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. მათ ძირითადი შეკითხვები ჰქონდათ კლუბის გარეთ, ქუჩაში მომხდარზე. ჩვენ ვიპოვით ყველა ადამიანს, თითოეულს, მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 70, რომელიც ამ დროს იმყოფებოდა კლუბში და იქ არ დასტურდება ასეთი ფაქტები“, განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი