ირაკლი ღარიბაშვილი: 2-3 წელიწადში ჩვენ ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ ბოსტნეულს
02-06-2015, 07:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია და ახალი სასათბურე მეურნეობა 5,5 ჰექტარზე სოფელ ცაიშში, - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული საწარმო “STIMOR Associate” დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.


სამთავრობო პროგრამის ფარგლებში “STIMOR Associate”-მა 2 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო.


„საწარმო შეიქმნა სახელმწიფო თანადაფინანსებით, ეს არის ქართული ინვესტიცია. სათბურში დღეში 10 ტონა პომიდორი მოჰყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. ჩვენ მთავარ ამოცანად დავისახეთ ქართული წარმოების განვითარება და უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული პომიდორი ეტაპობრივად უკვე ანაცვლებს იმპორტირებულ დაბალხარისხიან პომიდორს. 3 ეტაპად ვითარდება რესურსი. გეიზერული წყლები და აქ არსებული რესურსი წლების განმავლობაში გამოუყენებელი იყო და ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ რესურსით დავინტერესდით. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენ ჩავანაცვლებთ იმპორტირებულ ბოსტნეულს, რაც არის მართლაც ეროვნული საქმე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ინვესტორებს პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ ისინი არიან გამორჩეულად პატრიოტი ბიზნესზმენები, რომლებმაც რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია სამშობლოში განახორციელეს.


თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოს 3 ჰექტარზე უკვე მიღებულია 150 ტონა პომიდვრის მოსავალი, რომელიც გადის როგორც შიდა ბაზარზე, ასევე - ექსპორტზე.


დარჩენილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. მოქმედ სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია - 45, ხოლო მშენებარე ტერიტორიაზე - 120 ადგილობრივი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი