პრეზიდენტი მარგველაშვილი ბრიუსელში NATO-ს სამიტზე ალიანსში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას ითხოვს
14-05-2018, 22:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე ნატო-ში წევრობის გზაზე საქართველოს პროგრესის ადეკვატურ დაფიქსირებას ითხოვს და აცხადებს, რომ პროგრესი ერთმნიშვნელოვანად არსებობს და ამას ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა აღიარებს.

 


„ვისაუბრეთ სწორედ ბრიუსელის სამიტის ერთიან პოზიციაზე იმიტომ, რომ აუცილებელია, ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩამოვყალიბდით:- როგორ უნდა დაფიქსირდეს საქართველოს პროგრესი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და როგორ უნდა გადავდგათ წინ ნაბიჯი ამ სამიტზე.

 


ნატო -ს სამიტამდე, 26 მაისი გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან პლატფორმას იმისათვის, რომ ჩვენი პოზიცია ერთობლივად დავაფიქსიროთ - საქართველოში იქნებიან მაღალი დონის დელეგაციები და ეს, ამ მიმართულებით საინტერესო სამუშაო პლატფორმას გვაძლევს.

 


ფაქტი არის ის, რომ საქართველო ნატო-სთან მიმართებაში რეალურად მოწინავე ქვეყანაა და ამ თვალსაზრისით, საქართველოს პროგრესი უნდა გამოიხატოს შესაბამის ნაბიჯებში, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს წევრობამდე", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს: - მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წ. სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სხდომაზე განიხილებოდა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები და თავდაცვის სისტემაში რეფორმის მიმართულებით არსებული პროგრესი.

 


„განვიხილეთ ის რეფორმები, რომელსაც მე ჩემს საპარლამენტო გამოსვლაშიც და არაერთხელ დავუჭირე მხარი. თავდაცვის მინისტრმა გაგვიზიარა ინფორმაცია რეფორმებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. შესაძლოა, ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ, როდესაც საუბარია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე, როდესაც საუბარია რუსეთის საფრთხის ნეიტრალიზაციაზე, როდესაც საუბარი არის ნატო-ში ინტეგრაციაზე, ამაზე უნდა ვიყოთ და ვართ კიდევაც კონსტრუქციულები“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესო იყო იმ ფონზე, როცა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო შეცვლილია. ამ ვითარებაში, საქართველოს ესაჭიროება უფრო მეტი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, იმის მიუხედავად, თუ რამდენად აქტიურად მუშაობს დღეს ხელისუფლება, კიდევ უფრო მეტია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი.

 


„ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გაზრდა. ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტის ინიციატივაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის აშშ-ს სენატსა და კონგრესში მიღებასთან დაკავშირებით. კმაყოფილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში სრული ერთსულოვნებაა, როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

 


პრეზიდენტმა მოისმინა საკმაოდ დეტალური ინფორმაცია და სიტუაციის შეფასებები დაზვერვის უფროსისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან და თავდაცვის მინისტრისგან“, განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი