„კარგად ჩანდა, რამდენად დაძაბული იყვნენ მმართველი პარტიისა თუ მთავრობის წევრები, როდესაც ტრიბუნაზე ბიძინა ივანიშვილი ავიდა“ - გია ხუხაშვილი
15-05-2018, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნებით დაადასტურა, რომ ქვეყანაში არაერთ პრობლემას ხედავს, რომლის გადაჭრაც მისი პირადი, ინტენსიური მართვის გარეშე შეუძლებელია“, განაცხადა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 


„პირველ რიგში, ასეთი პრობლემა არსებობს მმართველობითი სისტემის მოდელში. რაც შეეხება მის გამოსვლას, ძირითადად გაჯერებული იყო უკვე 2013 წელს გაჟღერებული ნეგატიური გზავნილებით ოპოზიციის, ექსპერტებისა და მედიის მიმართ. თუმცა მისი ნაბიჯი მეტყველებს, რომ სამივე ფაქტორს და მათი მხრიდან კრიტიკას სერიოზულად ეკიდება. მეტიც, ივანიშვილმა აღიარა „ქართული ოცნების“ წარუმატებლობა, როდესაც სიტყვით გამოსვლამდე რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა - არ მინდოდა ამ ტრიბუნასთან ისევ დადგომა - თუმცა საკუთარ თავთან გაჯიუტება არ ჩათვალა მართებულად. მისასალმებელია, როდესაც ადამიანს შეუძლია წარუმატებლობის აღიარება და პასუხისმგებლობის აღება ვითარების შესაცვლელად", ამბობს ხუხაშვილი.

 


ექსპერტის აზრით, ივანიშვილმა მიღწევებზე იქ შეკრებილთა დასამშვიდებლად ისაუბრა.

 


„კარგად ჩანდა, რამდენად დაძაბული იყვნენ მმართველი პარტიისა თუ მთავრობის წევრები, როდესაც ტრიბუნაზე ბიძინა ივანიშვილი ავიდა. ამიტომ ეს უფრო პოლიტიკური რიტორიკა გახლდათ, ვიდრე რეალობის აღწერა, რომელსაც ყველაზე ადეკვატურად ისევ ბიძინა ივანიშვილი აფასებს. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ ბევრად ჰუმანურია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ვინმეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემა გაჯანსაღდა?! „ქართული ოცნების“ მიღწევები რეალურად მხოლოდ ნახევარფაბრიკატებია და ეს ივანიშვილმა იცის, უბრალოდ, ჯოხი საჯაროდ არ გადატეხა მათზე. მისი დაბრუნება ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“, რადგან იციან, რომ „სახლობანას“ თამაში დასრულებულია... დღეს პრემიერის შეცვლაც კი არ არის მთავარი, ივანიშვილის ნდობის ლიმიტი, სამწუხაროდ, აღარ არის ისეთი, როგორიც 2012 წელს. შესაბამისად, მას მოქმედების დროც მცირე აქვს - შიდაპარტიული დაძაბულობა, ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების თანხვედრაში მოყვანა, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის, მთლიანად სისტემის გადახალისებას მოითხოვს“, აღნიშნავს გია ხუხაშვილი და განაგრძობს:

 


„პრობლემაა ისიც, რომ ვერ ჩამოყალიბდა ოპოზიციური ცენტრები, რის გამოც ძალაუფლება მონოპოლიზებულია და მართვის ბერკეტების უზურპაციას მოასწავებს. ასეთ დროს, ივანიშვილს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რადგან მას გვერდით ჰყავს გუნდი, რომელსაც არათუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, კინკლაობასაც კი ვერ აგვარებს პარტიაში. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ის პარტიაში კონფლიქტის აღმოსაფხვრელად დაბრუნდა, ეს ივანიშვილს კულისებიდანაც შეეძლო, აქ უფრო სიღრმისეული პრობლემებია, რის გამოც მას როგორც პიროვნულად, ისე „ქართულ ოცნებაზე“ პასუხისმგებელ პირს დისკომფორტი შეექმნა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი