„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − საქმის ბოლო და ღია განხილვა სტრასბურგში 23 მაისს გაიმართება
15-05-2018, 14:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელიც ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს.

 


„ჩვენ 23 მაისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელ ქვეყანას; ამიტომაც მინდა, მედიას და თითოეულ თქვენგანს ვთხოვო მაქსიმალური ყურადღება. მაქსიმალური ყურადღება, რადგან თავად თემა არის ძალიან საყურადღებო. 23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე. 23 მაისს, რა თქმა უნდა, არ ცხადდება გადაწყვეტილება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო; სასიკეთო ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის; სასიკეთო რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, რომ 23-მა მაისმა ჩაიაროს წარმატებით ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გასწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე. ჩვენ სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად და აქ, პირველ რიგში, თქვენი ნებართვით, მინდა, ჩვენი მთავრობის სამართალდამცავი ბლოკი გამოვყო − პროკურატურა, შსს, სუს, თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც მტკიცებულებების მოპოვების კუთხით პრაქტიკულად შეუძლებელი შევძელით, ასევე, რამდენიმე კომპონენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების შედეგად. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს აბსოლუტურად გამართული სამართლებრივი პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანამდე და ამ დღეს საზოგადოება, მედია იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული“, განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი