გიორგი მარგველაშვილმა ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო
15-05-2018, 14:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირადი წერილი მიიღო.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჯო ბაიდენის წერილი გიორგი მარგველაშვილს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ატლანტიკური საბჭოს ექსპერტმა, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

 


როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, ჯო ბაიდენი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს წერილიც სწორედ მისი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

 


მაიკლ კარპენტერთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარება იყო. საუბარი შეეხო ასევე აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზარდ მხარდაჭერას, საქართველოს მხარდაჭერის აქტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

 


„შევაფასეთ, რომ ახლა, საქართველოსადმი მხარდაჭერა აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში ძალიან ძლიერია, რაც ჩვენდა სასიხარულოდ ერთგვარი გაგრძელებაა წინა ადმინისტრაციის პოზიციის. მაგრამ, ყველა გლობალურ საკითხთან ერთად - ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ - მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ყურადღება მსოფლიოს ამ ნაწილზე, რადგან ამდენ კონკურენტულ კრიზისში ხანდახან ხდება ყურადღების გადატანა. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამერიკის საზოგადოებაში, კონგრესში, მოქმედ ადმინისტრაციაში იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს რეგიონი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთობასა და ევროპის უსაფრთხოებისათვის“, განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

 


დავით რაქვიაშვილის განცხადებით, მაიკლ კარპენტერმა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს რეგიონს, საქართველოს პრეზიდენტს გაუზიარა თავისი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება იყოს გააქტიურებული აშშ-ს აკადემიურ წრეებში მხარდაჭერა იმისათვის, რომ კონგრესმა საქართველოს მხარდაჭერის აქტი მიიღოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი