საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ
15-05-2018, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც შედის საფლაგმანო ხომალდი „HMS DUNCAN” (დიდი ბრიტანეთი), “TCG GEMLIK” (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”RS REGELE FERDINANT” (რუმინეთი). ნატოს მუდმივმოქმედ მეორე შენაერთს კომოდორი მაიკლ უტლი ხელმძღვანელობს.

 

 

ფოთის პორტში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ბულგარეთის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის და ფოთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დახვდნენ.

 

 

შს სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხელმძღვანელი და ხომალდების მეთაურები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ბაზას ესტუმრნენ.

 

 

„ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები ფოთის პორტის ნავმისადგომში 18 მაისამდე დარჩებიან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას.

 

 

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ალიანსის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია.

 

 

მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში შედის. მისი ერთ-ერთი ამოცანაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოლიტიკის დემონსტრირება და პარტნიორ სახელმწიფოებთან საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავება. აღნიშნული შენაერთები ალიანსის სიმტკიცის და სოლიდარობის დემონსტრირებას ახდენენ და ამავდროულად, საპორტო ვიზიტებითა და ერთობლივი აქტივობებით ხელს უწყობენ პარტნიორ სახელმწიფოებსა და ნატოს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას.

 

 

ნატოს დღის წესრიგში საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ვარშავის სამიტზე დიდი ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ალიანსმა შავ ზღვაზე კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.

 

 

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საზღვაო უსაფრთხოების კუთხით დინამიურად ვითარდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერაციაში „ზღვის მცველი“ ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე მონაწილეობს. ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში 2014 წლიდან, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.

 

 

დაგეგმილია ოპერაცია „ზღვის მცველში“ საქართველოს მონაწილეობის გაზრდა, კერძოდ, სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის ჩართვა, რათა საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი