გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას იწყებს
15-05-2018, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას იწყებს, რისთვისაც გამოიყოფა დამატებითი თანხები, რათა მოხდეს არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. 

 

 

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა გახდეს ქვეყანაში ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი", განაცხადა მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე.

 

 

მისი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრების ხელშეწყობასთან დაკავშირებით ის პარლამენტის წევრებს, თბილისის მერსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

„ჩვენ დღეიდანვე უკვე ვიწყებთ მუშაობას, რათა უმოკლეს პერიოდში მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება, სპორტული ინფრასტრუქტურა მაქვს მხედველობაში. როგორც ცალკე მდგომი სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე განათლების სისტემაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა. უნდა შევაფასოთ უმოკლეს პერიოდში, თუ რა საჭიროება არსებობს ევროპული თანამედროვე სტანდარტის მიხედვით კონკრეტულ რაოდენობა მოსახლეობაზე გათვლილი თავისი გეოგრაფიული განაწილებით - თუ რა ტიპის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას ქვეყანაში იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი განშლა და ხელმისაწვდომობა გეოგრაფიულად.

 

 

რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას - ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი მთლიანად მოსახლეობისთვის, მათ შორის, ეკონომიკურად შეჭირვებული ფენებისთვის, ამიტომ, სპეციალური პოლიტიკა იქნება შემუშავებული მართვის, სუბსიდირების. ეს იქნება, როგორც სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ასევე სოციალური კუთხით მიმართული პოლიტიკა და კონკრეტულ ნაბიჯებში ვგულისხმობ იმას, რომ დღეიდან, დაახლოებით, ერთი თვის მანძილზე, ეს არ იქნება გრძელვადიანი, დროში გაწელილი სტრატეგია. უმოკლეს ვადაში მოხდება შეფასება, დაიდება გეგმა, თუ რა გვჭირდება და უკვე სექტემბრიდან დაწყებული, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტირებაზე გადავალთ, შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსებით თვისობრივად სხვა დონეზე აისახება ეს სახელმწიფო ბიუჯეტში", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი