თეა წულუკიანი: „ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ეს ნარკოპოლიტიკაა“
15-05-2018, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თეა წულუკიანმა გასულ შაბათ-კვირას თბილისში მიმდინარე აქციები შეაფასა და განაცხადა, რომ „რადიკალიზმი − იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი“.

 

 

იუსტიციის მინისტრის აზრით, სანამ რამე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, უნდა დაფუძნდეს ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი, სადაც 4 მილიონი ქართველი გაერთიანდება იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გავმთლიანდეთ.

 


„ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ეს ნარკოპოლიტიკაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რადიკალიზმი − იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი. შესაბამისად, ჩვენ, სანამ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფს შევქმნით და ვიმუშავებთ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც 4 მილიონი ქართველი შევალთ, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გავმთლიანდეთ, როგორ გვესმოდეს ერთმანეთის, რადგან რადიკალიზმი არც ლიბერალიზმის მიმართულებით და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ წაადგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები ამას ეხებოდა, მხოლოდ შემდეგ − ნარკოპოლიტიკას. შესაბამისად, მოდი, ამაზე ვიფიქროთ; ვინც ვართ ჩემი თაობის წარმომადგენლები, როგორ გავუგოთ მათ, ვისაც მეტრიკაში ცოტა უფრო მერმინდელი დაბადების თარიღი უწერია; ვიფიქროთ იმაზე, ახალმა თაობამ როგორ გაიგოს უკეთესად, რას ვამბობთ ჩვენ და ჩვენ როგორ მოვუსმინოთ მათ, ვინც ჩვენზე უფროსია. ეს არის ჩემთვის დღეს მთავარი, რამაც დამაფიქრა, რაც ვიცოდი, რომ ასეა, მაგრამ ღიად გეტყვით, შემაშფოთა და ამ მხრივ მუშაობა არ იქნება ურიგო“, განაცხადა წულუკიანმა.

 


მან მადლობა გადაუხადა საქართველოს თითოეულ პოლიციელს, რომელიც „იმ ღამეს მუშაობდა და რომელიც შემდგომ აქციას იცავდა კონტრაქციისაგან“.

 


„მათ ეკუთვნით მადლობა, მათ ეკუთვნით ხმამაღალი მადლობა და მე, ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა, ვუთხრა მადლობა. რა თქმა უნდა, პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცველიც ადამიანია და, რაც უნდა უცნაური იყოს, მინისტრიც ადამიანია. ამიტომ მე დღეს არ გამოვრიცხავ, რომ იმ აუარება შეურაცხყოფის ნიაღვრის ტალღაში რაც პოლიციელმა იმ დღეებსა და ღამეებში ითმინა, დღეს ის ისევ დგას პოსტზე, კანონის სადარაჯოზე, მაგრამ მაინც აქვს შეურაცხყოფის განცდა. მე მინდა, გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ მთავრობაც მოვყევით ამ ლანძღვაში. მაგალითად, მე, პირადად, ქუჩაში არ გამოვსულვარ, ამის უფლებას საკუთარ თავს არ მივცემდი, მაგრამ ვუსმინე, როგორ გვეძახა ბექა წიქარიშვილმა მთავრობის წევრებს ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები, ოღონდ სხვა სიტყვებით, და ამაში ის, რა თქმა უნდა, ჯორჯს და ბარბარას არ გულისხმობდა. მაგრამ ამაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა; ამაზე პასუხი უნდა იყოს დიალოგი. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ უკვე, როდესაც ყველანი დავსერიოზულდებით, სერიოზულ თემებზე საუბარს“, აღნიშნა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი