თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს ამაზე“, მმართველი გუნდი „არ უჭერს მხარს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას“
15-05-2018, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნარკორეალიზატორებისათვის სასჯელის დაწევა − როგორც ეს იყო ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივა, არის გამორიცხული“, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და დაამატა: „პირიქით − ჩვენ გვინდა ნარკორეალიზატორისადმი კიდევ უფრო მკაცრი მიდგომა, რომელიც ბედავს და სიკვდილს სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მომავალს“.

 


მან აღნიშნა, რომ „როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. ამაზე სახელმწიფოს პასუხია – არა!“

 


წულუკიანმა ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში ის გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას, „არ უჭერს მხარს იმას, რომ მოხდეს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება, როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს ამაზე, არა, ბატონებო! კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია. ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები. ვერ იქნება კანონიერი მათი მოხმარება“, აღნიშნა მინისტრმა.

 


„ნარკოპოლიტიკის თემებზე მეც, იუსტიციის სამინისტროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ვმუშაობთ 2013 წლიდან. დასანანია ჩემთვის, როგორც უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელისთვის, რომ აუცილებელი გახდა ეს პროტესტი, იმისთვის, რომ ზოგიერთ ნარკოლოგს, მაგალითად, გაეგო, რომ ნარკოპოლიტიკა მხოლოდ სამედიცინო თემა არ არის. მე მათ ამას დიდხანს ვუხსნიდი, მაგრამ საჭირო გახდა საზოგადოების აღშფოთება, რომელმაც ნათლად გამოხატა თავისი აზრი, რომ ამ ქვეყანაში დანდობა არ იქნება ნარკორეალიზატორებისთვის; იმისთვის, რომ იმავე ერთ-ორ ნარკოლოგს, რომელთაც ტელევიზიით ვუსმინე, ეთქვა, რომ, პრინციპში, დაბალანსებული მიდგომაა მისაღები. დიახ, დაბალანსებული მიდგომაა მისაღები და როდესაც ჩვენ ნარკოპოლიტიკაზე ვმსჯელობთ, უნდა მოვუსმინოთ პოლიციას, უნდა მოვუსმინოთ პროკურატურას, უნდა მოვუსმინოთ მესაზღვრესაც, რომელიც − დღე ერთია და − რამდენჯერმე აკავებს ადამიანს, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში შემოაქვს ნარკოტიკი. ამიტომ ეს არის ჩემი პირველი პასუხი, რომელიც არ არის გუშინ გააზრებული პასუხი. შემთხვევით არ მიხსენებია, რომ 2013 წლიდან ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობთ, რომ ნარკორეალიზატორებისათვის სასჯელის დაწევა − როგორც ეს იყო ზოგიერთი საკანონმდებლო ინიციატივა − არის გამორიცხული. პირიქით − ჩვენ გვინდა ნარკორეალიზატორისადმი კიდევ უფრო მკაცრი მიდგომა, რომელიც ბედავს და სიკვდილს სთავაზობს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, მათ შორის, თბილისის მერთან ერთად, რათა თბილისში, და არა მარტო თბილისში, საქართველოს მასშტაბით კლუბური ცხოვრება კიდევ უფრო განვითარდეს, მაგრამ ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც პოლიცია ვერ შედის; ეს ვერ იქნება ადგილი, სადაც იყიდება სიკვდილი. ეს არის გამორიცხული.

 


რაც შეეხება მომხმარებლებს, აქ აუცილებელია − და მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ − ადამიანური და ჰუმანური მიდგომა და სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ჩვენ სწორედ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში გავაუქმეთ ექიმის ვალდებულება, რომ ზედოზირებისას პოლიციისთვის შეეტყობინებინა ფაქტი; რომ სამართალდამცავ ორგანოებთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად სისხლის სამართლის კოდექსში გავმიჯნეთ გასაღებისა და მოხმარების მუხლი. მომხმარებლისთვის სისტემა კიდევ უფრო უნდა გაადამიანურდეს, მაგრამ ნარკოტიკი ვერ გაპოპულარულდება ჩვენს ქვეყანაში და ნარკოტიკის მოხმარება ვერ დაკანონდება. ეს არის ის მიდგომა, რაც მე მქონდა და მაქვს.

 


დაბოლოს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარე, რომ ჩვენ გვჭირდება ამ თემაზე და ყველა სხვა თემაზე არა რადიკალიზმი, არამედ გონივრული მიდგომა და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული. ეს მე ბევრჯერ ვთქვი როგორც „თეთრი ხმაურის“ გასაგონად, ისე ბევრი დეპუტატის გასაგონად, და, ასევე, ბევრი ნარკოლოგის გასაგონად, რომ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ. პირველი, ვინც არის დღეს საშველი, ეს არის ორი ადამიანი: ერთი, რომელიც არის მომხმარებელი, სამწუხაროდ, და მეორე, ვინც ჯერ არ არის მომხმარებელი, იმისთვის, რომ ის იყოს დაცული მოხმარებისგან. ეს არის მნიშვნელოვანი და უმკაცრესი პასუხი მათ, ვინც ბედავს, თქვას, რომ მე თუ არ ვიქნები, აბა, მომხმარებელიც ვერ ისიამოვნებს. ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად, მას ჰქვია ნარკორეალიზატორი და მას საზღვრიდან შემოაქვს, და შემდეგ არის მთელი ქსელი.

 


მე ფორმასთან დაკავშირებით ვერ დავინახე ვერანაირი პრობლემა, რადგან არ ყოფილა არცერთი ფიზიკურად დაზიანებული ადამიანი, ვინც საჭიროებდა სამედიცინო დახმარებას; და გუშინდელი საღამოს მდგომარეობით, პროკურატურაში არ იყო არც ერთი საჩივარი შესული ფიზიკურ ზიანთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცავმა სისტემამ იმუშავა მაქსიმალურად ფრთხილად. იქ იყო დისკომფორტის ძალიან სერიოზული შემთხვევები და იყო ამ დისკომფორტზე მწვავე, სრულიად ბუნებრივი რეაქცია, მაგრამ ის, რომ პოლიცია არ უნდა შევიდეს სადღაც, იმიტომ რომ გართობის ადგილია, ამას მე არ ვიზიარებ. უბრალოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა და აქ თავად კლუბების ხელმძღვანელების თანამშრომლობა დაგვჭირდება, რომ პოლიციას არ დასჭირდეს კლუბში შესვლა. აი, ეს არის ჩემი გადასახედიდან ძალიან მარტივი, თუკი გვექნება თანამშრომლობა თვითონ დაწესებულებების, რათა ერთად დავიცვათ ახალგაზრდები, და სახელმწიფოს არ მოუწიოს ახალგაზრდის დაცვამ ამ მეთოდით. ამიტომაც მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას, რომ იმ ღამეს ჩვენ არ დაგვჭირდა და მომავალშიც ღმერთმა დაგვიფაროს ოჯახებში მიცვალებულების მისვენება.

 


სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს გვაქვს აღრევა თემებისა. მესმის, რომ ეს სამართლებრივი საკითხია, ტექნიკური საკითხია, ხშირ შემთხვევაში, უცხო ენიდან შემოსული ტერმინებია ჩვენს ენაში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, სხვადასხვა მოსაზრების მქონე ჯგუფებმა, ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე, აუცილებელია, რომ თქვენ, მედიამ, აღმოგვიჩინოთ დახმარება იმით, რომ სწორი ტერმინებით ისაუბროს საზოგადოებამ.

 


როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. ამაზე სახელმწიფოს პასუხია – არა! საქართველოში ის გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ მოხდეს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება, როგორი მძიმე რეაქციაც უნდა იყოს ამაზე, არა, ბატონებო! კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია. ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები. ვერ იქნება კანონიერი მათი მოხმარება.

 


რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი მივიღოთ მხედველობაში. სხვანაირად, უბრალოდ, ვერ იქნება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან! უბრალოდ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე მსჯელობას, როგორც აკეთებდა რამდენიმე ადამიანი, შევალთ ისევ ჩიხში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს (მომხმარებელს ვგულისხმობ და არა მომხმარებელს, რომელსაც ჯიბე სავსე აქვს და იძახის, სავსე იმიტომ მაქვს, უნდა გამოვიზამთროო; მომხმარებელზე ვსაუბრობ და არა მომხმარებლის საფარქვეშ რეალიზატორზე), სჭირდება ზრუნვა და ვინც არ არის მომხმარებელი, სჭირდება დაცვა.

 


ეს პროექტი, ამ ცნებებსა და კონცეპტზე აგებული, შეიქმნა 2014 წელს. სამწუხაროდ, მას არ ჰქონდა მხარდაჭერა არც პარლამენტისაგან და არც სამთავრობო გუნდისაგან. დღეს მე ვხედავ პირველ ნიშნებს იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ მოიპოვოს მხარდაჭერა. თუკი ჩვენ ვიქნებით იმ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილნი, რომელიც შეიქმნა, მე ამ პოზიციას, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავიცავ“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი