გიორგი მარგველაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და დასკვნები აღრმავებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს
16-05-2018, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის მესამე კონგრესი გახსნა და საერთაშორისო კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა. კონგრესს თბილისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მასპინძლობს, როგორც ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის (BBCJ) თავმჯდომარე.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს მნიშვნელოვანი ფორუმი უწოდა საკონსტიტუციო სამართლის ხარისხის და დონის ასამაღლებლად და საერთაშორისო გამოცდილებების გაზიარების მიმართულებით.

 


პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუცია იდეალურ შემთხვევაში ორ მნიშვნელოვან საფუძველს აერთიანებს ერთმანეთში. ერთი არის ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომლითაც განმსჭვალულია ნებისმიერი ერის სოციალური, კულტურული და სულიერი ცხოვრება და მეორე, არის ის სპეციფიკა, რომელიც ამ ქვეყანაში, ამ მხარეში მოსახლე ხალხისთვის წარმოადგენს ბუნებრივ მდგომარეობას და შეესატყვისება მათ ტრადიციებს ქვეყნის, ან სახელმწიფოს მართვის, საზოგადოებრივი ურთიერთობების და ამ ორი მნიშვნელოვანი ტენდენციებით იქმნება ის, რაც ქვეყანას აძლევს ძირითად ჩარჩოს თუ როგორ უნდა მოიქცეს, რანაირად ვითარდებოდეს, და ხდის მას კაცობრიობასთან ერთიანი კულტურული პროცესის ნაწილად.

 


„ამ თვალსაზრისით, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაც ბუნებრივია იგივე კონტექსტში ავითარებს და აღრმავებს ამ პროცესს. მიხარია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება - კონსტიტუციის თანამედროვე ევროპულ კონტექსტში ინტერპრეტაციის, და მისი გადაწყვეტილებები და დასკვნები სწორედ ამ მიმართულებით აღრმავებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კონგრესზე.

 


პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დრამატული ისტორიის მანძილზე არაერთი საამაყო ნაბიჯი აქვს გადადგმული და ერთერთი სწორედ პირველი რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციის მიღების საკითხს უკავშირდება, რომელიც 3 წლის მუშაობის შედეგი იყო.

 


„ჩვენს ერს მართლაც საამაყო წარსული გააჩნია. სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია მაღალი ათასი წლის ძალიან დრამატული ისტორია, თავისი ისტორიის კრიტიკულ მომენტებში აკეთებდა ისეთ არჩევანს, რომელიც განაპირობებდა შემდეგ ჩვენი ერის სრულ თანხვედრას იმ სულიერი, თუ კულტურული პროცესების მიმართ, რომლებმაც განავითარეს კაცობრიობა.

 

 

ქართველმა ერმა ძალიან პროგრესული ნაბიჯი გადადგა, როცა აირჩია რესპუბლიკური მმართველობის ფორმა. და გარდა იმისა, რომ რესპუბლიკა შექმნა, ისეთი კონსტიტუცია ჩამოაყალიბა, რომელსაც სიამაყით ვუზიარებთ ერთმანეთს დღეს. მასში აღიარებული იყო ქალთა უფლებები, გაუქმდა სიკვდილით დასჯა, უზრუნველყოფილი იყო ხელისუფლების შტოების დამოუკიდებლობა", აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართველმა ერმა და სახელმწიფომ დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან ძალიან ნათლად განსაზღვრა თავისი ვექტორი როგორც ევროპული, თანამედროვე კულტურის წევრი ქვეყნის. კონგრესს ესწრებოდნენ: ბალტიისპირეთის და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების და რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები/მოსამართლეები, ასევე სხვა მაღალი რანგის დელეგატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიიდან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი