ევროკავშირი ირანულ ნავთობზე დოლარის გადახდას შეწყვეტს - მას შემდეგ რაც ამერიკამ ბირთვული შეთანხმება დატოვა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ირანი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმნდნენ
16-05-2018, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ევროკავშირს განზრახული აქვს ირანიდან შესყიდულ ნავთობზე საფასურის გადახდისას დოლარი ევროთი ჩაანაცვლოს, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბრიუსელიდან, წყაროზე დაყრდნობით.

 


ადრე ცნობილი გახდა, რომ ევროსამეული - საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი - და ირანი შეთანხმნდნენ, რომ დაამუშავონ ეკონომიკური კავშირების მხარდაჭერისა და გაძლიერების პროგრამა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

 


პირველ რიგში საუბარი მიდის იმაზე, რომ გაგრძელდეს ირანთან ნავთობით, გაზით და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა; ეფექტური საბანკო ტრანზაქციები; ავიაციის, საზღვაო და სახმელეთო სახეობის ტრანსპორტის სფეროში კონტაქტები; საექსპორტო კრედიტების მიცემა.

 


პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება უახლოეს დღეებში იგეგმება. 19-20 მაისს ირანში ევროკავშირის კომისრის ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხებში მიგელ არიასა კანეტეს ვიზიტი უნდა შედგეს.

 


ევროკომისიის ცნობით, ვიზიტის მიზანი ირანთან ბირთვული შეთანხმებისადმი ერთგულების დადასტურების ფარგლებში „ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განხილვა“ იქნება.

 

 

ევროპის წამყვანი სახელმწიფოები აქტიურ დიპლომატიურ ქმედებებზე გადავიდნენ ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების აღნიშნული შეთანხმებიდან გამოსვლის და თეირანზე მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. სანქციები იმ ევროპულ კომპანიებსაც შეეხებათ, რომელთაც ირანთან ბიზნესები აკავშირებთ.

 


გასულ კვირას, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ჰქონდა.

 


დაუნინგ სთრითის თანახმად, მეიმ ტრამპს უთხრა, რომ ევროპა „აბსოლუტურად ერთგული“ რჩება შეთანხმებისადმი. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ საჭიროა მოლაპარაკებების წარმართვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს სანქციები იმ უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც ირანთან ვაჭრობენ.

 


საფრანგეთის მინისტრებმა ხმამაღალი უკმაყოფილო განცხადებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანზე ამერიკული სანქციების ხელახლა დაწესება მძიმე დარტყმას მიაყენებს ევროპულ ბიზნესებს.

 


საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მაირემ განაცხადა, რომ ირანზე ეკონომიკური სანქციების კვლავ დაწესება „მიუღებელია“ და ევროპამ უნდა დაიცვას თავისი „ეკონომიკური სუვერენიტეტი“.

 


„გვინდა ჩვენ, რომ ვიყოთ მუხლებზე მდგარი და თავდახრილი ვასალები იმ გადაწყვეტილებების წინაშე, რომელიც ამერიკამ მიიღო?“ იკითხა მან და მოუწოდა ევროკომისიას შესაძლო საპასუხო ზომების მიღებაზე იფიქროს.

 


ამავე დროს, საფრანგეთის და გერმანიის მინისტრები აშშ-ის ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს იმასთან დაკავშირებით ესაუბრებიან, რომ ევროპული კომპანიებისათვის გამონაკლისი იქნეს დაშვებული.

 


კრემლის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ირანის ბირთვული შეთანხმების თაობაზე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა.

 


ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების შენარჩუნება „ის საკითხია, რომელიც მათ ირანთან უნდა განიხილონ“. მან აღნიშნა, რომ შეთანხმების ცალმხრივად გაუქმებამ დააზიანა ნდობა მსოფლიო წესრიგში.

 

 

 

როგორი იყო პირველი რეაქციები ტრამპის განცხადების კვალდაკვალ? 

 

 

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 9 მაისს პირდაპირ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა და უთხრა, რომ მან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებით „შეცდომა დაუშვა“.

 


„მე პირველივე დღიდან ვთქვი: არ ენდოთ ამერიკას“, განაცხადა ხამენეიმ.

 


მან უნდობლობა გამოხატა ევროპის მიმართაც და დაჟინებით მოუწოდა ირანის მთავრობას, რომ ევროპული სახელმწიფოებიდან გარანტიები მიიღოს, ვიდრე დათანხმდება შეთანხმების გაგრძელებას.

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს, 8 მაისს განაცხადა, რომ ვაშინგტონი გამოვა ირანთან დადებული ობამას ეპოქის ბირთვული შეთანხმებიდან.

 

 

ტრამპმა აღნიშნულ შეთანხმებას „გახრწნილი და დამპალი“ უწოდა და თქვა, რომ მისთვის, როგორც ამერიკის მოქალაქისათვის, ის „უხერხულობის შემქმნელი“ იყო.

 


წავიდა რა ევროპელი მოკავშირეების რჩევის წინააღმდეგ, ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი იმავე ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს ირანზე, რაც 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა.

 

 

მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გამოდის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და თეირანს იგივე ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რაც 2015 წლის შეთანხმებამდე მოქმედებდა - საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლის ლიდერებიც დაჟინებით მოუწოდებდნენ ტრამპს არ გამოსულიყო შეთანხმებიდან, განაცხადეს, რომ ისინი „სწუხან“ ამერიკის გადაწყვეტილების გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კიდევ ერთმა ხელმომწერმა შეთანხმებისა, განაცხადა, რომ ის „ღრმად იმედგაწბილებულია“.

 


ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ფედერიკა მოგერინიმ თქვა, რომ ევროკავშირი შეთანხმების შენარჩუნებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

 

 

მოგვიანებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის შეთანხმება „მკვდარი არ არის. ამერიკა გამოვიდა იქედან, მაგრამ შეთანხმება ჯერ კიდევ არსებობს“. დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა თქვა, რომ ბრიტანეთს „არ აქვს შეთანხმების დატოვების განზრახვა“, გერმანიის კანცლერმა კი აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ირანმა შეასრულოს მისი ვალდებულებები მომავალში“.

 


თეთრ სახლში გაკეთებული განცხადებას მალევე გამოეხმაურა თეირანი და აღნიშნა, რომ იგი ემზადება ურანიუმის გამდიდრების დასაწყებად, რაც მთავარი კომპონენტია როგორც ბირთვული ენერგიის, ისე იარაღის შესაქმნელად.

 


ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ თქვა: „შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ იგი პატივს არ სცემს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს.

 


„მე გავეცი განკარგულება ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციისადმი, მზად იყოს საჭირო ქმედებების განსახორციელებლად. ასე რომ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ უნდა შეგვეძლოს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე განვაახლოთ ურანიუმის ინდუსტრიულ დონეზე გამდიდრება“.

 


მან აღნიშნა, რომ იგი ჯერ „დაელოდება რამდენიმე კვირას“, სანამ თავის მოკავშირეებთან და შეთანხმებაზე ხელმომწერ სხვა მხარეებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

 


„თუკი ჩვენ შთანხმების სხვა წევრებთან ერთად მივაღწევთ შეთანხმების მიზნებს, ის თავის ადგილზე დარჩება“, განაცხადა რუჰანიმ.

 

 

მაგრამ ხამენეი, ირანის უმაღლესი პირი, სკეპტიკურადაა განწყობილი და როგორც მან სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, იგი არ ენდობა ბრიტანეთს, საფრანგეთს თუ გერმანიას და საჭირო იქნება გარანტიები, ვიდრე გააგრძელებენ ბირთვულ შეთანხმებას.

 


მთავრობისადმი მიმართვისას მან თქვა: „ჩვენ მოვისმინეთ, რომ თქვენ გსურთ განაგრძოთ ბირთვული შეთანხმება სამ ევროპულ სახელმწიფოსთან. მე არ მაქვს ნდობა ამ სამი ქვეყნისადმი“.

 


„თუკი თქვენ გსურთ დადოთ შეთანხმება, მიიღეთ რეალურ გარანტიები, სხვა შემთხვევაში ხვალ ისინი იმავეს იზამენ, რაც ქნა შეერთებულმა შტატებმა.

 


„მათ სიტყვებს არ აქვს ფასი“, განაცხადა მან უცხოელ ლიდერებზე.

 


„დღეს ისინი ერთ რამეს ამბობენ, ხვალ სხვას. მათ სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ“.

 

 

 

სხვა რეაქციები

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ შეთანხმება მუშაობდა და ის აშშ-ის ინტერესებში შედიოდა.

 


„ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა ამერიკის უახლოესი მოკავშირეებისა და იმ შეთანხმებისთვის ზურგის შექცევაა, რომელზეც ჩვენი ქვეყნის წამყვანი დიპლომატები, მეცნიერები და დაზვერვის სამსახურების პროფესიონალები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს.

 


„იმ დროს, როცა ჩვენ ყველანი დიპლომატიის მიმართულებას ვირჩევთ ჩრდილოეთ კორეასთან, რათა წარმატებას მივაღწიოთ, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა იმ შეთანხმების მიუღწევლობის რისკს ქმნის, რასაც ჩვენ ჩრდილო კორეელებთან ვცდილობთ“, განაცხადა ობამამ.

 


გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ანტონიო გუტერეში „ღრმად არის შეშფოთებული“ შეთანხმებიდან გამოსვლის გამოცხადებით და მოუწოდებს სხვა ხელმომწერ მხარეებს, დაიცვან თავიანთი ვალდებულებები.

 


მაგრამ ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი „სრულად უჭერს მხარს“ ტრამპის „გაბედულ“ გადაწყვეტილებას, გამოვიდეს „საშინელი“ შეთანხმებიდან.

 


საუდის არაბეთმაც, ირანის რეგიონულმა მეტოქემ, განაცხადა, რომ იგი „მხარს უჭერს და მიესალმება“ ტრამპის შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას.

 

 

უმნიშვნელოვანეს შეთანხმებაში, რომელსაც ხელი შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა, რუსეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ირანმა მოაწერეს - ეს უკანასკნელი, მისთვის ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, თანხმობას აცხადებდა თავისი ბირთვული აქტივობების შეზღუდვაზე.

 


ევროპელი მოკავშირეები: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია - ყველანი თანხმდებიან იმაში, რომ ამჟამინდელი შეთახმება საუკეთესო გზაა ირანის ბირთვული იარაღის შეძენის შესაჩერებლად და ამასთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასაც იგივე პოზიცია აქვს. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გააფრთხილა ტრამპი არ გამოვიდეს აღნიშნული შეთანხმებიდან. 

  

 

როდის ამოქმედდება სანქციები?

 


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანზე ეკონომიკური სანქციები დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება და ის 90-დან 180 დღის პერიოდში შევა ძალაში. მის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, უწყებამ აღნიშნა, რომ სანქციები დაწესებული იქნება იმ სამრეწველო ინდუსტრიებზე, რაც აღნიშნულია 2015 წლის შეთახმებაში, მათ შორის ირანის სანავთობო სექტორზე, ავიალაინერების ექსპორტებზე, ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაზე, და ირანის მთავრობის მცდელობებზე, შეისყიდოს აშშ დოლარის ბანკნოტები.

 

 

BBC-ის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ იმ ევროპულმა კომპანიებმა, რომლებიც ირანთან ბიზნესსაქმიანობაში არიან ჩაბმული, თავიანთი ბიზნესები 6 თვის განმავლობაში უნდა დაასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ის სანქციების წინაშე აღმოჩნდებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი