გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას ადგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და სახელისუფლებო სტაბილურობის განმტკიცება
16-05-2018, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიეკუთვნება ე.წ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნების სასამართლოების რიგს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესზე გააკეთა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის დასტურია ის საერთაშორისო აქტივობები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო წლებში განახორციელა.

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო 3 წლის განმავლობაში, 2014-2017 წლებში თავმჯდომარეობდა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონფერენციას - სრული ევროპული მასშტაბის ფორუმს, რომელიც აერთიანებს ევროპის ქვეყნების საკონსტიტუციო მართლმსაჯულების განმახორციელებელ ინსტიტუციებს.

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის საერთაშორისო აღიარება, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების განმტკიცებას და საქართველოში დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო სისტემის განვითარებას.

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი საზოგადოების სამართლებრივი კულტურისა და სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების საქმეში უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

მინდა, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ დავადასტურო პატივისცემა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის მიმართ. მივსდევთ რა საუკეთესო ევროპულ ტრადიციებს, ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკური სისტემა მაქსიმალურად დაინტერესებულია, შექმნას ყველა პირობა - საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ მატერიალური სახის გარანტიები - იმისთვის, რომ თითოეულმა მოსამართლემ შეძლოს საკუთარი საქმიანობის თავისუფლად და შეუფერხებლად განხორციელება. ამ მიზნით, აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოსთან, რათა მოხდეს მისი ინსტიტუციური გაძლიერება. ამასთანავე, კანონის უზენაესობის კონსტიტუციური პრინციპის შესაბამისად, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას, როგორც ჩვენი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების შემადგენელ ნაწილს და მისი სამომავლო განვითარების აუცილებელ წინაპირობას.

 

 

მოგეხსენებათ, საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა და სწორედ ეს უდევს საფუძვლად ჩვენს ქვეყანაში რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესს. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მათი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები.

 

 

დღეს მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობარ ქვეყნებს მათ მიერ ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

 

 

ამ კონტექსტში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია, რომლის ახალმა რედაქციამაც უზრუნველყო მისი შესაბამისობა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან.

 

 

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, დღეს ჩვენ გვაქვს სრულყოფილი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობასა და პლურალიზმს, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და მკაფიოდ გადანაწილებულ პასუხისმგებლობას ხელისუფლების შტოებს შორის.

 

 

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზას ადგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და სახელისუფლებო სტაბილურობის განმტკიცება, რისი გარანტიც სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოა.

 

 

ამ დარბაზში მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, იდგნენ ქართული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის სათავეში, როგორც უზენაესი, ასევე საკონსტიტუციო სასმართლოს სათავეში და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის.

 

 

და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, ეს კონგრესი ღირებულ საფუძველს შექმნის საქართველოსა და ევროპის ქვეყნების როგორც ეროვნული, ისე რეგიონული სასამართლოების ინსტიტუციური დიალოგის განვითარებისთვის და ამით ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროპულ სამართალთან", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი