ირაკლი კობახიძე: მთელი რიგი არასამთავრობოების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა „Freedom House”-ის ანგარიში და სწორი იყო ჩვენი მხრიდან მისი გაკრიტიკება
16-05-2018, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „Freedom House”-ის მიერ ანგარიშში მოყვანილი მცდარი ფაქტების გასწორებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“.
 


ირაკლი კობახიძის აზრით, შეცდომები „Freedom House”-ის ბრალი არ არის და არასწორი დასკვნა მიწოდებული მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა და ეს არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ეს არის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა „Freedom House”-ის ანგარიში.

 


„ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არაერთი, პრაქტიკულად, ათეულობით შეცდომა. იყო ფაქტობრივი შეცდომები “Freedom House”-ის ანგარიშში, ამაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება. ეს არ არის, მე ვფიქრობ, Freedom House”-ის ბრალი, ეს არის იმ მიკერძოებული ორგანიზაციების და იმ მიკერძოებული სუბიექტების ბრალი, რომლებიც აწვდიან არასწორ ინფორმაციას „Freedom House”-ს: ეს არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ეს არის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა „Freedom House”-ის ანგარიში. სამწუხაროდ, ამ მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩამოყალიბდა არასწორი დასკვნა მთელი რიგი ხარვეზებით, ფაქტობრივი უზუსტობებით და ძალიან კარგია, რომ ეს უზუსტობები სწორდება. ძალიან კარგია, რომ ყურადღება გამახვილდა ამ ყველაფერზე. ეს ყველაფერი მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი