რომან გოცირიძე: ნუ ჰგონია შს მინისტრს, შემოვა ამ დარბაზში თეთრ ცხენზე ამხედრებული როგორც ტრიუმფატორი - დღეისთვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი
16-05-2018, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რონამ გოცირიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებს - „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ და ასევე კონტრაქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა ხელისუფლებას რუსეთიდან მართული ნეონაცისტური აგენტურის მეშვეობით სურს.

 

 

„ხელისუფლებამ აირჩია მეტად საგანგაშო და სახიფათო მეთოდი ოპოზიციის განეიტრალებისა, ნებისმიერი მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისა, მის მიერ მართული ნეონაცისტური, ექსტრემისტული, რუსეთიდან მართული აგენტურის მეშვეობით. ის, რაც ხდებოდა ამ დღეებში არის პირდაპირი დანაშაული. ნუ ჰგონია შს მინისტრს, რომელიც აქ მობრძანდება, შემოვა ამ დარბაზში თეთრ ცხენზე ამხედრებული როგორც ტრიუმფატორი, დღეისთვის მისი სტატუსი არის დამნაშავეების მფარველი", განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი