პრეზიდენტმა ტრამპმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დაავალა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეიმუშავოს
17-05-2018, 11:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დაავალა მოამზადოს რუსეთთან მიმართებაში გასატარებელი ზომების წინადადება, რაც მოსკოვის მხრიდან საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განადგურების შეთანხმების დარღვევას უკავშირდება, განაცხადა თეთრმა სახლმა.

 

 

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული წინადადების მოსამზადებლად ფინანსთა, თავდაცვის და ვაჭრობის სამინისტროებთან, ასევე ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ერთად უნდა იმუშაოს.

 


კონგრესმა პრეზიდენტისაგან მოითხოვა მოხსენების წარდგენა, სადაც წარმოდგენილი იქნება „მისაღები ზომების“ გეგმა რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება რომ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განადგურების შეთანხმების დარღვევაში ყოფილიყვნენ ჩართული, მათ შორის სანქციების შესაძლო დაწესება და აკრძალვა აშშ-ში საბიუჯეტო შესყიდვების კონტაქტებზე.

 


საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განადგურების შეთანხმებას ხელი 1987 წელს, საბჭოთა კავშირის ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის ვაშინგტონში ვიზიტისას მოეწერა ხელი. შეთანხმების ნუსხაში მოხვდა მთელი რიგი სარაკეტო შეიარაღება - 500-დან 1000-მდე კილომეტრის სიშორის რაკეტებიდან დაწყებული 1000-დან 5 500 კილომეტრზე მიმავალი რაკეტებით დამთავრებული, მათ შორის 1962 წელს კუბაზე კარიბის კრიზისის მაპროვოცირებელი რაკეტები - „Р-12“ და „Р-14“.

 


მოსკოვში, ვაშინგტონის მტკიცებას, რომ რუსეთი უარს აცხადებს ბირთვული შეიარაღების შემდგომ შემცირებაზე, „ღია თაღლითობა“ უწოდეს. „რია ნოვოსტის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს დაიცვას საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განადგურების შეთანხმება და მზად არის ამ საკითხზე ვაშინგტონთან მოლაპარაკებების საწარმოებლად.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი