„დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია - კანჯი ოღლის მიმართ სამართლის აღსრულების თაობაზე - პასუხი იყო გაურკვეველი“ - გალში შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
18-05-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გალში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შედეგებზე ენგურის ხიდზე ჟურნალისტებთან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ისაუბრა.

 

 

როგორც ანთაძემ განაცხადა, ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის გადმოცემა იყო, თუმცა, ამ მოთხოვნაზე საოკუპაციო რეჟიმის პასუხი გაუგებარია.

 


„ხვალ 19 მაისია სრულდება ორი წელიწადი გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან ეს საკითხი იყო ძალიან ინტენსიური განხილვის საგანი. ჩვენ კატეგორიულად დავაყენეთ და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია - კანჯი ოღლის მიმართ სამართლის აღსრულების თაობაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის თაობაზე. პასუხი და მათი პოზიცია არის უცვლელი. პასუხი იყო გაურკვეველი.

 

 

ასევე განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზთან და მიმდინარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება უკანონო დაკავებების საკითხს ეს თემაც პრინციპულად გაჟღერდა ჩვენს მიერ , მოვიკითხეთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოვითხოვეთ მათი უმოკლეს დროში გათავისუფლება", განაცხადა ანთაძემ.

 

 

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შემდეგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი