გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „კრიმინალის ზრდას გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, გაგებით ეკიდება
18-05-2018, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეფტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა ამ მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური, აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

 

 

ბოკერიას კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას - გაგებით მოეკიდოს საზოგადოება კრიმინალის ზრდას -გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ივანიშვილის განცხადებას თავადაც გაგებით ეკიდება.

 

 

„გიგა ბოკერიას შეკითხვა იყო, რომ როგორ შეფასებდით ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას - გაგებით მოვეკიდოთ კრიმინალის ზრდას? - კონცეპტუალურად გიპასუხოთ თუ ისე, როგორც გამიხარდება?

 

 

ამ პოზიციას გაგებით ვეკიდები და აგიხსნით რატომ. დღეს სამართალდამცავ სისტემაში მიგვიყვანს მარტივი რამ - ფაქტობრივად, ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის შექმნა ხდება ახლა. იდეალურზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ რაღაც სტანდარტებზე. რეალურად ჩვენ კარგად გვესმის, რომ სისტემა გახდა ჰუმანური ბევრად - მეთანხმებით ამაში ბ-ნო გიგა? არ მეთანხმებით?- მიმართა გიიორგი გახარიამ გიგა ბოკერიას და დასძინა: 

 

 

„რატომ ვთქვი, რომ გაგებით ვეკიდები - სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეფტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა ამ მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური, ამ ინტერვალმა დისბალანსმა ჰუმანურობის გაზრდასა და ეფექტურობის ვერდაწევას შორის გამოიწვია ის, რასაც თქვენ ეძახით კრიმინალის ზრდას".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი