ტეხასის სკოლაში მოსწავლეები 17 წლის სტუდენტმა მოკლა - 5 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული აშშ-ში სროლების ინციდენტების შედეგად 2018 წელს, ამ დრომდე
19-05-2018, 12:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტეხასის სკოლაში განხორციელებული სროლების შედეგად, 10 ადამიანია მოკლული და სხვა 10 კი დაჭრილი, მათგან, პოლიციის განცხადებით, უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან.

 


ჰიუსტონის სამხრეთით დაახლოებით 65 კილომეტრში მდებარე „სანტა ფე“-ს სკოლაზე პარასკევს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პატიმრობაშია აყვანილი ერთი პირი, რომელიც პოლიციის ცნობით, ამავე სკოლის 17 წლის მოსწავლეა და რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი და რევოლვერი სავარაუდოდ, წამოიღო მამამისისაგან, რომელიც კანონიერად ფლობდა ამ იარაღებს.

 


ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ აბოტმა განაცხადა, რომ სკოლაში „სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობებია“ ნაპოვნი, მათ შორის „მოლოტოვის კოქტეილები“.

 


აბოტის თქმით, პოლიციამ ეჭვმიტანილის დღიურებში, კომპიუტერში და მობილურ ტელეფონში აღმოაჩინა ინფორმაციები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ 17 წლის ბიჭი ამ თავდასხმას წინასწარ გეგმავდა და ამის შემდეგ თავის მოკვლა ჰქონდა განზრახული, თუმცა ტეხასის გუბერნატორის თქმით, მან „ხელი აიღო მის ამ განზრახვაზე“, რადგან „მას არ აღმოაჩნდა თავის მოკვლის გაბედულება“.

 


მათ შორის, ვისაც ჭრილობები აქვს მიღებული, „სანტა ფე“-ს სკოლის პოლიციის ოფიცერი ჯონ ბარნესიცაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

 


ასევე პარასკევს, ატლანტას სკოლის დამამთავრებელი კლასების საზეიმო ცერემონიაზე, სკოლის გარეთ მოკლულია ერთი ქალი და დაჭრილი ასევე ერთი.

 


როგორც BBC ამერიკულ მონიტორინგის ჯგუფზე დაყრდნობით იტყობინება, მხოლოდ მიმდინარე წელს, ამ დრომდე, შეერთებულ შტატებში სროლების ინციდენტების შედეგად 5 000-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი