თეა წულუკიანი: „სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის“
21-05-2018, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“. ზეპირი მოსმენა მიმდინარე წლის 23 მაისსაა ჩანიშნული.

 


„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი აკონტროლებდა და აკონტროლებს ცხინვალის რეგიონს, რომ ე.წ. სამართლებრივი გაგებით ეფექტური კონტროლი არის მისი და არა ვინმე სხვისი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ეს დავა და ამ დავის ფარგლებში დაყენებული ყველა დარღვევა სწორედ რუსეთის პასუხისმგებლობაა. იმის თქმა, რომ იქ ეთნიკური ქართველები მოკლეს ოსებმა და რუსეთი არაფერ შუაშია, სამართლებრივად სუსტია. ჩვენ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გამოსვლებით დაწყებული, სხვა დოკუმენტური მასალით, ვაჩვენებთ, რომ დიახ, რუსეთი წვრთნიდა იმ შენაერთებს; დიახ, რუსეთის ხელით და რუსულ კანონებზე დაყრდნობით ხდებოდა ყველა ის დარღვევა, რაც ცხინვალის რეგიონში მოხდა. ეს ყველაფერი იქნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამართლებრივი არგუმენტი სამომავლო ბრძოლაში ქვეყნის გაერთიანებისა და დეოკუპაციისათვის“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი ხელმძღვანელობს.

 

 

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი