გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვეს მიტჩელს შეხვდა
21-05-2018, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვეს მიტჩელის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების მრავალი ასპექტი განიხილეს, მათ შორის - სავაჭრო ეკონომიკური მიმართულება. ყურადღება გამახვილდა კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებაზე.

 


„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პირად წვლილს იმ მნიშვნელოვანი რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებითაც, ვეს მიტჩელის შეფასებით, საქართველო რეგიონში სამაგალითოა.

 


ამერიკულმა მხარემ ასევე აღნიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს არის მნიშვნელოვანი კარიბჭე შუა აზიის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და გლობალურ სავაჭრო-ეკონომიკურ პროექტებში მათი ჩართულობისთვის.

 


შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს პერსპექტივას ნატოს ბრიუსელის მომავალ სამიტზე. ვეს მიტჩელის განცხადებით, აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს სვლას ნატოსკენ და სამიტზე, მოკავშირეებთან ერთად, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებას.

 


მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.

 


გიორგი კვირიკაშვილმა ვეს მიტჩელს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება აშშ-ის საიმედო სტრატეგიულ პარტნიორად", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი