„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობით შეხვედრა იმართება
22-05-2018, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პოლიტსაბჭოს წევრები, ასევე პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.

 

 

სხდომაზე არ იმყოფება საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებშია. 

 


განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხია.

 

 

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით გარკვეულ დეტალებზე აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ფიქრობს, რომ არსებობს კონსესუსის მიღწევის რესურსი - მთავარი მიზანი კი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაა.

 


„ჩვენ თვის ბოლომდე უნდა შევაჯეროთ პოზიციები კანონპროექტთან დაკავშირებით, გვაქვს, დაახლოებით, ორი კვირა ამისთვის. არის აზრთა სხვადასხვაობა დეტალებთან დაკავშირებით, თუმცა, საერთო არის მიზანი, მიზანი არის ნარკომოხმარების შემცირება საქართველოში, ასევე, მიზანი არის ჰუმანური პოლიტიკის წარმოება. ამ საერთო მიზნებიდან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არსებობს კონსესუსის მიღწევის რესურსი, მთავარია, ამაზე აქტიურად ვიმუშაოთ და მე ვფიქრობ, რომ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ კონსესუსის მიღწევას გუნდის შიგნით ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

 


ჩვენთვის მთავარია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს იქნება ყველას საერთო მიზანი. მთავარია, ჩამოვაყალიბოთ სწორი კანონპროექტი, სადაც ასახული იქნება სწორად ეს მიზნები. ეს არის მთავარი ამოცანა. მთავარია, რომ სწორედ წარიმართოს კონსულტაციების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში საერთო მიზანი იქნება მიღწეული და შედეგი იქნება კანონპროექტში სწორად ასახული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი