პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
22-05-2018, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გვინდა განვმარტოთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ნაჩვენები კადრები, რომელიც თითქოსდა ტელევიზიის მიერ ექსკლუზიურად იყო მოპოვებული, წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას, რომელიც გაცვლილია დაცვის მხარისთვის და წარდგენილია სასამართლოში.

 


რაც შეეხება სიუჟეტში ნახსენებ ფაქტს, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე იმყოფებოდა, აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებულ მისამართზე მირზა სუბელიანის მისვლის მიზანს არსებულ ვითარებაში გარკვევა, არასრულწლოვანი შვილის ნახვა და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. მან იმავე დღეს მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით.

 

 

აღსანიშნავია, რომ დანაშაულის დაფარვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: გამოიკითხა ათეულობით მოწმე, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი დანა და სისხლიანი ტანსაცმელი. ასევე ჩატარებულია საგამოძიებო ექსპერიმენტები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 პირი. ზ.წ.-ს, თ.კ.-ს, და გ.შ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, ლ.კ.-ს შეფარდებული აქვს გირაო, ხოლო არასრულწლოვანი მ.კ. იმყოფება მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითად განხილვა.

 


ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გამოძიება ობიექტურად და კანონის მოთხოვნის სრული დაცვით მიმდინარეობდა. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ცდილობს საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სისხლის სამართლის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, რაც ცალსახად დაუშვებელია. აქვე განვმარტავთ, რომ მირზა სუბელიანი აღარ არის საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, რამდენიმე დღეში პროკურატურიდან დათხოვნის თაობაზე მან განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელმაც დააკმაყოფილა მისი განცხადება", ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი