საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული შეხვედრა ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დემონსტრირებაა.
„ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ის, რომ მაღალ დონეზე გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მონაწილეობით, რაც არის ამერიკული მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ნათელი და მკაფიო დემონსტრირება და ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ბატონი პომპეოსგან არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება და დარჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც მყარად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ამ მხარდაჭერისთვის“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.