სენატორები: აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
22-05-2018, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ამის შესახებ სენატორებმა, რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, რონ ჯონსონმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და ევრაზიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, კრის მერფიმ განსაკუთრებით აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში, რეფორმების გზით მიაღწია.

 


„სენატორების შეფასებით, მისასალმებელია, რომ რუსეთის აგრესიის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სტაბილური განვითარების გზა შეინარჩუნა.

 


განსაკუთრებით გაესვა ხაზი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ პროგრესს და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებშიც საქართველოა ჩართული.

 


რონ ჯონსონმა და კრის მერფიმ ასევე განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნეს ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორც სამხედრო რეფორმების, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით.

 


სენატორებმა პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ საქართველოს აშშ-ში, „რესპუბლიკელებისა” და „დემოკრატების” ძლიერი, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი