კონგრესმენი პიტერ როსკამი გიორგი კვირიკაშვილს: ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს
23-05-2018, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ თქვენს ლიდერობას, მმართველობასა და მიღწეულ შედეგებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა პიტერ როსკამმა აშშ-ის კონგრესში გამართულ შეხვედრაზე.

 


შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმენებმა სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” და აღნიშნეს, რომ ეს ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის იმ სიკეთეების გაზიარებას, რომლებიც საქართველოს აქვს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 


საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები აშშ-სა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია.

 


შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ-საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე, რასაც აშშ-ის კონგრესი მხარს უჭერს. ხაზი გაესვა აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობას ისეთ მსხვილ საკომუნიკაციო პროექტებში, როგორიც არის მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები ხელს უწყობს სტაბილურობის განმტკიცებას როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი