ირაკლი კობახიძე: „ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება და ეს ამოცანა აუცილებლად შესრულდება“
23-05-2018, 19:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ბავშვები, ჩვენი ახალი თაობა, რომელიც იქნება საუკეთესო საფუძველი იმისა, რომ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან - ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოფენის - „ჩემი სახლი აფხაზეთში“ გახსნაზე.

 

 

გამოფენა საქართველოს პარლამენტში, აფხაზეთის დღის აღსანიშნავად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის ინიციატივით გაიმართა.

 

 

ირაკლი კობახიძის თქმით, ბავშვების მიერ შესრულებულ ნამუშევრებში თითოეული ქართველის განცდაა ასახული. სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნებას უკავშირდება.

 

 

„მოხარული ვარ, რომ დღეს ვმასპინძლობთ არაჩვეულებრივ გამოფენას-ფოტოგამოფენას, ფერწერული ნამუშევრების გამოფენას და ვმასპინძლობთ ძალიან ნიჭიერ ბავშვებს, რომელთა მიერაც არის შესრულებული ეს ნამუშევრები. ამ ნამუშევრებში არის ჩადებული ის განცდა, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს გულში-ეს არის არა მხოლოდ იმ ადამიანების განცდა, რომლებსაც მოუწიათ აფხაზეთის დატოვება, ჩვენი ისტორიული, მშობლიური კუთხის დატოვება, არამედ, ეს არის თითოეული ქართველის განცდა, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ვატარებთ გულით. ეს არის მონატრების განცდა, ეს არის ჩვენი ოცნება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ერთხელ ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს და დებს და ერთხელ აუცილებლად უნდა ასრულდეს ის მიზანი, რასაც ქვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ქვია ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების დაბრუნება. ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული მიზანი, ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ოცნება და მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, ეს ოცნება აუცილებლად ასრულდება და ამის ერთ-ერთი საუკეთესო წინაპირობა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, ბავშვები, ჩვენი ახალი თაობა, რომელიც იქნება საუკეთესო საფუძველი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ საერთო ენას ჩვენ აფხაზ ძმებთან და დებთან და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, ჩვენი ოცნება“, მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უმთავრესი ეროვნული ამოცანის მისაღწევად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

 

 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სამშვიდობო ინიციატივებით გამოვიდეთ, ხელი გავუწოდოთ ჩვენ აფხაზებს, ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს და დარწმუნებული ვარ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ეს მისწრაფება საბოლოო ჯამში აუცილებლად იქნება შედეგიანი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი