თამარ ჩუგოშვილი: „ურთიერთობები აშშ-ის ადმინისტრაციასთან სულ უფრო ღრმავდება და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო მეტად გამოიხატება კონკრეტულ შედეგებში“
24-05-2018, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მინდა პარლამენტის პოზიცია დავაფიქსირო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და აღვნიშნოთ, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან სულ უფრო ღრმავდება, სხვა საფეხურზე გადადის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის ეს კიდევ უფრო მეტად გამოიხატება კონკრეტულ შედეგებში და კონკრეტულ ნაბიჯებში“, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაფასა.

 

 

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბოლო დღეების განმავლობაში ჰქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრების ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში, როგორც თეთრ სახლში, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.

 

 

„გაიმართა შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან. სახელმწიფო მდივანი სულ ცოტა ხანია ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნა და ერთ-ერთი პირველი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ის შეხვდა სწორედ, საქართველოს პრემიერ-მინისტრია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახლში უმასპინძლა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რაც გამოხატულებაა იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის, თანამშრომლობის და მეგობრობის, რაც ჩვენს ორ ქვეყნას, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს აკავშირებთ“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

 

თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები დაფიქსირდა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით აშშ-ის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

 

 

„ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს სამიტი გვიახლოვდება და შესაბამისად, ამერიკის მხარდაჭერა და მათი გზავნილები, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ და მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, ბუნებრივია გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია“, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

 

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტშიც გამოიხატება.

 

 

„ეს არის, ბუნებრივია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - დემოკრატიის განვითარება და წლების განმავლობაში ჩვენი ორი ქვეყანა ამ კუთხით თანამშრომლობს. ასევე, მნიშვნელოვანია, ეკონომიკური გაძლიერება და ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც სულ უფრო აქტუალური ხდება, იზრდება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვის მქონე მოვლენა იქნება“, განაცხადა ჩუგოშვილმა, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი