უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“
25-05-2018, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილს უგზავნის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავს.

 

 

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.



პავლო კლიმკინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და პარალელების გათვალისწინებით, ეს თარიღები როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებულ დატვირთვის მატარებელია.

 

 

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნები კვლავ განაგრძობენ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“, ნათქვამია წერილში.

 

 

წერილში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინის მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი