საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვია
25-05-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დალია გრიბაუსკაიტეს და ლიეტუვის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

 

 

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა სასახლეში დახვედრის ცერემონიაზე პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სამთავრობო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის გაღრმავება, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა და ნატო-ს მოახლოებულ სამიტისათვის მზადების კოორდინირებული ქმედებების განხილვაა.

 


საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, 26 მაისის სამზადისმა პიკს მიაღწია და საქართველოში ჩამოდიან მეგობარი ქვეყნების დელეგაციები.

 


„საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით გვეწვევა 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.

 


პირველი ქალბატონი დალია გრიბაუსკაიტეა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომლის ორმხირივი ვიზიტიც სპეციალურად ეძღვნება ჩვენთვის ამ უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს. ჩვენს ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებთ და ბუნებრივია, რომ სწორედ აი ამ ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებზე გამახვილდება ყურადღება პრეზიდენტების შეხვედრის დროს.

 


ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, იმ პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. თავისთავად ცხადია, რომ ეს იქნება ერთერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენი პოზიციები კიდევ ერთხელ შევაჯეროთ მომავალი ნატო-ს სამიტის კონტექსტში და განვიხილოთ უსაფრთხოების საკითხები, ასევე ის ნაბიჯები, რაც საერთაშორისო არენაზე საქართველომ და ლიეტუვამ ერთად, კოორდინირებულად უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია", აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი