საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ნატო-ს სამიტის სამზადისი და კოორდინირებული ქმედებები განიხილეს
25-05-2018, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს და ლიეტუვის პრეზიდენტებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს, სადაც დალია გრიბაუსკაიტეს ვიზიტი განიხილეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ჟესტი.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა ლიეტუვის ისტორიული გადაწყვეტილების გამო, ლიეტუვაში საქართველოს ოფიციალური სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ლიეტუვა გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც გამოიყენებს "საქართველოს" ავთენტურ სახელს მის ენაზე. ლიეტუვის ამ ისტორიული ჟესტის საპასუხოდ კი, ქართული ენის პალატის გადაწყვეტილებით, ქართულ ენაზე ლიტვის ოფიციალური სახელი გახდა "ლიეტუვა".

 


გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, ეს ორივე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მეგობრობის განსაკუთრებულ ხასიათს აჩვენებს. შეხვედრისას მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ყველა დონეზე ორმხრივი, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების შესახებ. პრეზიდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკაზე, უსაფრთხოების პრობლემებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

 


საუბარი შეეხო ნატო-ს მოახლოებული სამიტისათვის სამზადისს და საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების კოორდინირებული მოქმედებების განხილვას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლიეტუვა ყოველთვის იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერი და საიმედო მეგობარი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერის საქმეში. ისევე როგორც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 


გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს უდიდესი პირადი როლი, წვლილი, ჩართულობა და ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიციების განსამტკიცებლად და მხარდასაჭერად. ლიეტუვა სხვადასხვა მრავალმხრივ ფორმატში ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

 


აღინიშნა, რომ ლიეტუვა გაერო-ს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნას ყოველთვის იყენებდა საქართველოს მხარდასაჭერად. აღინიშნა, რომ დღეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები წარმატებით და ჰარმონიულად ვითარდება. იზრდება ტურიზმი, სავაჭრო ბრუნვა, ვითარდება თანამშრომლობა პრაქტიკულად ყველა სფეროში. დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, განათლებისა და კულტურული კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე.

 


ბოლო წლებში ლიეტუველ ვიზიტორთა რიცხვი განუხრელად იზრდება. ტურისტული ნაკადის ზრდა უკავშირდება 2014 წლიდან უნგრული ავიაკომპანიის “WizzAir” მიერ ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით დანიშნულ პირდაპირ ფრენებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი