გიორგი მარგველაშვილი: მწამს, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იქნება დაფასებული
25-05-2018, 18:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

 


საქართველოს პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრის ძირითად საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე ვერ იქნებოდა შემდგარი საქართველოს ძლიერი მეგობრის და მხარდამჭერის - ლიეტუვის მონაწილეობის გარეშე.

 


„ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ქართულ- ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა.

 


მე მინდა ხაზი გავუსვა აგრეთვე თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების სერიოზულ წამოწევას, რომელიც არაერთხელ პირადად თქვენ განგიხორციელებიათ, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში.

 


დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიზნებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და მე მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატო-სთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული და დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვური პოზიცია ამ თვალსაზრისით, როგორც ტრადიციულად, ჩვენი მხარდამჭერი იქნება.

 


ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, მომავალი თანამშრომლობის შესახებ და მე მიხარია, რომ ამ კონტექსტში ჩვენი ორმხირივი ურთიერთობების პერსპექტივა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა საერთაშორისო ფორუმზე, მხოლოდ პოზიტიური შინაარსის მატარებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გვერდით დგომისათვის არამარტო გაჭირვების, არამედ სიხარულისა და ზეიმის დროსაც", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი