გიორგი კვირიკაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს უმასპინძლა
25-05-2018, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო და ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე, ამ სიტყვებით მიმართა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ძალიან ადვილი და სასიამოვნოა საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ამას ზურგს უმაგრებს, როგორც ლიეტუველი ხალხი, ისე - პოლიტიკური წრეები.

 


„ჩვენ ვართ თქვენი ქვეყნის ერთგვარი ადვოკატები ნატოსა და ევროკავშირში. ძალიან მოხარული ვარ რომ თქვენთან ვარ ამ მშვენიერ დღეს - თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე, ჩვენი ქვეყნის მსგავსად. ზოგადად მთელი რეგიონის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ფინეთმა და თქვენ, შეძელით დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება და სახელმწიფოებრიობის დაბრუნება და დღეს საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ რომ ვართ თქვენთან და თქვენთვის, ნატოსა და ევროკავშირიში ინტეგრაციის გზაზე“, მიმართა დალია გრიბაუსკაიტემ გიორგი კვირიკაშვილს.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ლიეტუვას პრეზიდენტს ასევე მიულოცა რესპუბლიკის 100 წლის იუბილე და საქართველოს ავთენტური დასახელების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 100 წლის წინ, ქართული დემოკრატიის მამებმა გამოაცხადეს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა. ჩვენ მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენი ქვეყანა გვიწევს მსოფლიოს სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში. ძალიან მადლიერნი ვართ თქვენს მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა გაუტოლდეს იმ უმაღლეს სტანდარტს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები აწესებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატია საქართველოში ყოველწლიურად უფრო ვითარდება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრები ამ წარმატების თანაზიარნი არიან. დიდი მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს”, მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტს.

 


შეხვედრაზე, რომელიც მოგვიანებით გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი