გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ევროკავშირ - საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატზე გადასვლის შეთანხმების იმპლემენტაცია განიხილა
25-05-2018, 23:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გიორგი მარგველაშვილმა და ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელიც თბილისს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწვია, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა.

 


გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტი პირველ ვიზიტს, რომელიც საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უკავშირდება საქართველოში ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი უწოდა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით ისაუბრა, იმ შეთანხმების იმპლემენტაციის უმაღლეს დონეზე დიალოგის შესახებ, რომელზეც შეთანხმება შედგა მიმდინარე წლის მარტში, საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტისას და რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირ - საქართველოს ახალ საფეხურზე გადასვლას და რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში პრაქტიკულ ინტეგრაციას.

 


გიორგი მარგველაშვილმა სტუმართან დეტალურად განიხილა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები და ამ პროცესში ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის ნდობისა და მხარდაჭერის ძლიერი პოლიტიკური გზავნილია, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

 


საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა ღრმა მადლიერება ევროკომისიის მიმართ საქართველოს ფასეულობების მხარდაჭერისათვის.

 


საქართველოს პრეზიდენტმა და ჟან კლოდ იუნკერს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ბოლო პერიოდში გახშირებულ გატაცებებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

 


გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის კრიტიკულ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში.

 


აღნიშნულ კონტექსტში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და მისი მანდატის სრულად განხორციელების მნიშვნელობას. როგორც ცნობილია, სადამკვირვებლო მისიის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში, დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აუცილებელია. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობას საქართველოში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი