საქართველოს პრემიერ მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
25-05-2018, 23:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, არმენ სარქისიანს შეხვდა.

 

 

მთავრობის მეთაურმა არმენ სარქისიანს თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოძმე სომხეთი, საქართველოს მსგავსად, დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორივე ქვეყნისთვის თარიღი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, კვირიკაშვილმა სომხეთთან მრავალსაუკუნოვანი, მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მაღალ დინამიკას შეიძენს.

 

 

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი", განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გიორგი კვირიკაშვილს თბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

არმენ სარქისიანმა არსებული კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების სურვილი დაადასტურა.

 

 

შეხვედრისას, აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სტაბილურობა რეგიონში კეთილდღეობის მომტანი იქნება. გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ახალ მთავრობას წარმატება უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი