სლოვაკეთის პრეზიდენტი გიორგი კვირიკაშვილს: ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით
26-05-2018, 10:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით, - ამ სიტყვებით მიმართა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს გამართულ შეხვედრაზე.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველოში წინა ვიზიტისას საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა გაიხსენა.

 

 

„ჩემთვის საპატიოც არის და სასიამოვნოც დღეს აქ ყოფნა და საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა. არასოდეს დამავიწყდება საქართველოში შესანიშნავი ვიზიტი, რომელიც 2 წლის წინ შედგა. სამშობლოში შთაბეჭდილებებით დახუნძლული დავბრუნდით და მას შემდეგ ეს ფოტო სულ თან დამაქვს, რომელიც გადაღებულია საოკუპაციო ხაზთან აგებულ მავთულხლართებთან. ღამით გადმოუწევიათ საზღვარი და სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ შემოვიდა ტერიტორიაზე. ადგილობრივ მცხოვრებს უნდოდა ექიმების გამოძახება, მაგრამ გადმოწეული საზღვრის გამო ვერ შველიდა ოჯახს. ეს ჩემთვის შემზარავი ამბავი იყო, რადგან ერთია, როდესაც გესმის და სულ სხვა - როცა საკუთარი თვალით ნახულობ რეალობას. აი, რას ნიშნავს აგრესიული მეზობელი და რამდენად რთულია ასეთ პირობებში არსებობა. ჩვენ ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავით თქვენს მიერ განხორციელებული რეფორმების სიმრავლით. ეს არ არის მარტივი, რადგან რეფორმას ახორციელებთ და აგრესიული მეზობელი ართულებს საქმეს. მიუხედავად ამისა, თქვენ ბევრი მიღწევა გაქვთ. მე ვეცნობოდი თქვენი გასაოცარი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები და ახლა უკვე პირდაპირი ფრენები თბილისსა და ბრატისლავას შორის არსებობს”, განაცხადა ანდრეი კისკამ.

 


მთავრობის მეთაურმა სლოვაკეთის პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„დიდი მადლობა ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩამობრძანებისთვის. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დამოუკიდებლობის დღესთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ უკვე 1918 წელს საქართველოს უკვე ჰყავდა დემოკრატიული პარლამენტი, ასევე დემოკრატიული არჩევნების გზით; მაშინ დაინერგა ყველა ევროპული დემოკრატიული პრინციპი და იმ დღიდან ხდებოდა მათი დაცვა საქართველოში. ამით არის ეს დღე განსაკუთრებული. თან, ის ემთხვევა საბჭოთა კავშირიდან დაღწევისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 27 წლისთავს. ამდენად, საქართველო უკვე არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ადგას ევროპისკენ მიმავალ გზას. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით პირადად თქვენ საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი