გიორგი კვირიკაშვილი: მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება, როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო
26-05-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება, როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო", აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ეროვნული დღესასწაული და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი სრულიად საქართველოს მიულოცა.

 


„დამოუკიდებლობის დღე წელს იმით არის გამორჩეული, რომ ქართველი ერის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს. ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ჩვენთან ერთად არიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება სამშობლოში. ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს მთელ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, განსაკუთრებით ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს წვევამდელებს. საპატიო და ამაღელვებელია ეს დღე მათთვის, ვინც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სამშობლოს ერთგულების ფიცი დადო, საქართველოს ჯარისკაცი გახდა. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარიკაცი იქნება და ღირსეულად ატარებს ქართველი მეომრის საპატიო სახელს. მჯერა, თქვენ ბოლომდე გაუფრთხილდებით მათ სახელებს, ვინც სიცოცხლე შესწირა და სისხლი დაღვარა საქართველოსთვის", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი