ჟან-კლოდ იუნკერი: მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა, საქართველოს და მის ხალხს კი აქვს ამბიცია, რომ ეს სვლა გააგრძელოს
26-05-2018, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი და დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს თავისუფლების მოედანზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა მიულოცა.

 


„თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში", მიმართა იუნკერმა საზოგადოებას სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ.

 

 

„დღეს გახლავთ ისტორიული მომენტი მთელი ევროპული საზოგადოებისათვის. რა თქმა უნდა, მშვიდობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არის დაუსრულებელი გზა, საქართველოს და მის ხალხს კი აქვს ამბიცია, რომ ეს სვლა გააგრძელოს. თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალის ბედი საკუთარ ხელში აგეღოთ და არასოდეს შეჩერებულხართ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. საბოლოო ჯამში, თქვენ მიაღწიეთ ამას. მინდა ვთქვა, რომ მთელი საუკუნის მანძილზე საქართველომ ის გადაწყვეტილება და სულისკვეთება გააძლიერა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს ეროვნულ დონეზე იქნა მიღებული და საბოლოოდ მან თანამედროვე ბილიკზე დაიწყო სვლა. ქვეყანამ თავისი მომავალი დემოკრატიის და თავისუფლების პრინციპებზე ააშენა, გაითავისა ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპები. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს არ არის მხოლოდ მისწრაფება, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი და თავდადებული მოღვაწეობის შედეგი. დემოკრატია გახლავთ ის გზა, რომელსაც ქართველმა ერმა უპირატესობა 1918 წელს მიანიჭა", განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი