ირაკლი კობახიძე: „საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა“
26-05-2018, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე - ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მარტო ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, არამედ აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა. მისი განცხადებით, დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია.

 

 

„100 წლის წინ გამოცხადებული საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა დღეს რეალობაა და მინდა, უპირველეს ყოვლისა, მოგილოცოთ ჩვენი წინაპრების სანუკვარი ოცნების ასრულება - ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და მსოფლიო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობა. 100 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს თავისუფლებისაკენ. ეროვნული დამოუკიდებლობის გარდა, საქართველომ მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რაც დღეს, ერთი საუკუნის გასვლის მერეც კი, სიამაყის განცდას ბადებს თითოეულ ქართველში.

 

 

დღეს საქართველო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომლის საფუძველს წარმოადგენს დემოკრატიული, ევროპული ყაიდის კონსტიტუცია. დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, საზოგადოება და მისი შეიარაღებული ძალები ეფუძნება დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის პრინციპებსა და ღირებულებებს. ამაზე ოცნებობდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამაარსებლები“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი თაობის დიდი პრივილეგიაა, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს ისტორია მომავლის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.

 

 

„დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჩვენი თაობის დიდი მონაპოვარი და პრივილეგიაა, მაგრამ, იმავდროულად, საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე - ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, არამედ აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები. ეს უდიდესი ამოცანაა, რომლის გადაჭრისთვისაც ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანებაა აუცილებელი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა და მისი ამოცანა სამშობლოსთვის ბრძოლა და მშვიდობის დაცვაა.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, მთავრობა და ხალხი ყოველთვის იქნება შეიარაღებული ძალების გვერდით.

 

 

„მოგმართავთ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ფიცს დებთ ჩვენი დროშის წინაშე. საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სიამაყეა. დღეს თქვენ დაპირდებით სამშობლოს, რომ მას უერთგულებთ და დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის, ჩვენი თანამედროვე გმირების-ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის საქმეს გააგრძელებთ.

 

 

ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანა სამშობლოსათვის ბრძოლა და მშვიდობის დაცვაა. მინდა, გისურვოთ, სამშობლოსადმი თქვენი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებითა და წარმატებებით აღსავსე.

 

 

სამშობლო და ხალხი თქვენგან თავდადებას მოითხოვს და განსაკუთრებულად ამაყობს თქვენით. საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და ხალხი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და იმედის თვალით შემოგხედავთ, სადაც არ უნდა იყოთ - ჩვენს ქვეყანაში თუ საერთაშორისო მისიებში.

 


კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვან იუბილეს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ აყვავებასა და აღმავლობას გისურვებთ“, მიმართა ირაკლი კობახიძემ რეკრუტებსა და წვევამდელებს, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი