გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს დამოუკიდებლობა, სტაბილურობა, სუვერენიტეტი, უსაფრთხოების გადაწყვეტა რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა
26-05-2018, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფ პრეზიდენტებთან ერთად მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა - „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია".

 


საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრას უწევდა მოდერაციას, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულზე ქართველი ხალხის სიხარულის გაზიარებისა და იმ ძლიერი მხარდაჭერისათვის, რომელსაც ევროპელი ლიდერები საქართველოს მიმართ იჩენენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში.

 


„ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს აღედგინათ ნანატრი სახელმწიფოებრიობა და ის როგორც დაიწყეს მათ ახალი ქვეყნის შენება იყო გაგრძელება იმ ისტორიული არჩევანისა, რომელიც ჩემს ერს საუკუნეების განმავლობაში გაუკეთებია.

 


ეს ისტორიული არჩევანი იყო ორიენტირებული დასავლურ ღირებულებებზე, დასავლური სახელმწიფოს მოწყობის წესზე და მიზნად ისახავდა თავისუფალი, დამოუკიდებელი რესპუბლიკის აშენებას. ამ რესპუბლიკაში მაშინდელი სტანდარტების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხით იყო დაცული როგორც უმცირესობების უფლებები, ასევე პოლიტიკური სტაბილობის, პოლიტიკური ბალანსის პრინციპები.

 


თუმცა, ისტორია დრამატულად განვითარდა. პირველი რესპუბლიკის არსებობა სულ სამ წელს გაგრძელდა და რუსეთის იმპერიის სახეცვლილმა ვერსიამ, საბჭოთა არმიამ ხელახლა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.

 


იმის მერე, 70 წლის განმავლობაში საქართველო და ქართველი ხალხი იბრძოდა იმისთვის, რომ ისევ ხელახლა აღედგინა დამოუკიდებლობა, რომელიც ხელახლა ჩვენ საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე აღვადგინეთ. აღვადგინეთ, მაგრამ ჩვენს წინაშე საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე, გაჩნდა ახალი პრობლემები, რომელიც მოდიოდა ისევ ძველი მისამართიდან და ეს მისამართი იყო - მოსკოვი, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან, რაც ჩვენმა ქვეყანამ გააკეთა ნათელი განაცხადი,- რომ თავის თავს დამოუკიდებელ ევროპულ ქვეყანად ხედავს, მაშინვე მოხდა ინსპირაცია იმისა, რასაც დღეს, ჩვენ, 2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ, ჰიბრიდულ ომს ვეძახით.

 


ეს ჰიბრიდული ომი დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, ხოლო 2008- ში ამ ომმა ახალი ფორმა მიიღო და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია უკვე რეგულარულმა რუსულმა არმიამ მოახდინა. დღეს, როდესაც ჩვენ ვდგევართ მშვიდობიანი, სტაბილური ევროპის მშენებლობის საკითხის პირისპირ ნათლად უნდა გავიაზროთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სტაბილურობა, საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველოს უსაფრთხოების გადაწყვეტა რეგიონალური და ევროპული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაპირობაა.

 


ამ არჩევანს ჩემი ქვეყანა ემსახურება სრული თავდადებით. ყველა ხელისუფლება, რომელიც არსებობდა და ფუნქციონირებდა დამოუკიდებლობის მერე საქართველოში, პროდასავლური და პროევროპული კურსის მომხრე იყო. მთელი იმ გასაჭირის პარალელურად, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ გაიარა, ჩვენ ვართ ერთერთი მოწინავე ქვეყანა დემოკრატიული პროცესის გაღრმავების თვალსაზრისით.

 


ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ჩვენს მოკავშირეების გვერდით ვდგევართ, წლების განმავლობაში, ურთულეს საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ნათლად განსაზღვრა თავის მომავალი და გააჩნია გზა ამ მომავლის უზრუნველსაყოფად.

 


დღეს თქვენი აქ ყოფნა პატივცემულო დელეგაციების ხელმძღვანელებო, იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენს მეგობარ და ჩვენს ღირებულებით მხარდამჭერ ქვეყნებად ხართ წარმოდგენილი, მაძლევს მე იმის გარანტიას, მაძლევს მე იმის შეგრძნებას, რომ ჩვენ მიერ არჩეული გზა იქნება წარმატებით გავლილი და ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ უფრო სტაბილურ, უფრო დაცულ სამყაროს.

 


რისთვისაც ჩვენ, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება, ბოლომდე მოწოდებული ვართ. კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის", განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

 


მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გიორგი კვირიკაშვილი -საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე -პარლამენტის თავმჯდომარე, მიხეილ ჯანელიძე - საგარეო საქმეთა მინისტრი, არმენ სარქისიანი - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საულ ნიინისტო - ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმონდს ვეიონისი - ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა - პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა - სლოვაკეთის პრეზიდენტი, ოგტაი ასადოვი - აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე, ეიკი ნესტორი - ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრიან ქანდუ - მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე, ანდრეი პარუბაი - უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, მიხაილ რუსი - ბელორუსის ვიცეპრემირი, ანა ბირჩალი - რუმინეთის ვიცე პრემიერი, ნაურატინ ჩანიკლი - თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჟირი შესტაკი - ჩეხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი, ტერენას სპენსერ ნიკოლას ქუიქი - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჯონათან ჯანოგლი - საქართველოს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელი, თემთა პალატის წევრი, ბრიჯიტ ბრინკი - აშშ. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი