საქართველოს განათლების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის მთავრობათაშორის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
27-05-2018, 09:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთი იდგა საქართველოს გვერდით ყველა მნიშვნელოვან და ისტორიულ მომენტში, რაც მომავალშიც გაგრძელდება,- ამ სიტყვებით მიმართა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციაში შაბათს გამართულ შეხვედრაზე.

 


ჟან-ივ ლე დრიანმა მთავრობის მეთაურს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე მიულოცა. საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრი მთელი დღის განმავლობაში ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.

 


პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ჟან-ივ ლე დრიანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებს.

 


მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირებზე.

 


აგრეთვე, შეხვედრისას გადაწყდა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი, მაღალი დონის, დიმიტრი ამილახვარის სახელობის დიალოგის ფორმატი შეიქმნება.

 


საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისთვის.

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს მხრიდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საფრანგეთის მხრიდან კი ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის შეთანხმებას - „ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.

 


ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი