მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუკი წარმოშობით ქართველებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები უფრო ლიბერალური გახდება
27-05-2018, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით ქართული დიასპორის ფორუმზე „ქართული დიასპორა - ერთიანი საქართველოსათვის“ სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი, საქართველოს პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონს და წარმოშობით ქართველებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული პროცედურები უფრო ლიბერალური გახდება.

 


მან მადლობა გადაუხადა ქართული დიასპორის ორგანიზაციებს უცხოეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისათვის და თქვა, რომ ქართული დიასპორის გამარჯვებები აძლიერებს ქვეყანასა და ქართულ საზოგადოებას, ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულო და აღსანიშნავია მათი ზრუნვა ჩვენი სამშობლოს მიმართ.

 


პრეზიდენტმა ქართული დიასპორის გაძლიერების მიმართულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქართული იდენტობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ქართული ენის შენარჩუნება. ამ კუთხით კი აღსანიშნავია, უცხოეთში დიასპორის შეკრების ადგილები და კულტურული ცენტრები, რომლებიც შექმნილია ეკლესიების ირგვლივ და საკვირაო სკოლების ფარგლებში.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უაღრესად საყურადღებოა ენის შენარჩუნების საკითხი, ამიტომ ამ საკითხს მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება.

 


„ენის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფოსა და დიასპორას შორის მუშაობის და თანამშრომლობასთან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა მხარდაჭერა გამოხატოს იმგვარი პროექტების მიმართ, რითაც დიასპორები შეინარჩუნებენ მშობლიურ ენას, როგორც იდენტობის მთავარ ღერძს. ფონდი უკვე დაეხმარა რამდენიმე საკვირაო სკოლას და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ინიციატივებს ენის მიმართულებით. ამ კომპონენტის გაძლიერება მართლაც მნიშვნელოვანია“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი