მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს
27-05-2018, 23:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებს იმისათვის, რომ იმუნიტეტი შეიძინოს, განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას და დაამატა, რომ ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ დარჩება იმის მიუხედავად, რომ მას მილიარდები აქვს.

 


მან ივანიშვილს ბრალი დასდო ბიტკოინების მეშვეობით ფულის გათეთრებაში.

 


„ამ ბიტკოინების ქარხანაში მან პირადად 200 მილიონი დოლარი გააკეთა შარშან“, თქვა სააკაშვილმა და ამ საქმეში ივანიშვილის ბიზნესპარტნიორად „ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი დაასახელა, რომლის შვილიც, სააკაშვილის თქმითვე, ამერიკაში იქნა გასამართლებული ასეულობით მილიონი დოლარის ჰაკერული გზით მოპარვისთვის.

 

 

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ შოთა შალელაშვილის შვილის მიერ რუსული სპეცსამსახურების დახმარებით მოპარული ფულის გათეთრება საქართველოში თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდება. მისი თქმით, ფულის გათეთრება, ბიტკოინების საშუალებით ხორციელდება.

 

 

„შალელაშვილი - ამ საერთაშორისო ვამპირისტების ოჯახი - მისი შვილი გასამართლებულია, აშშ-ში დაიჭირეს მასობრივად ფულის მოპარვისთვის და ამ საქმეში მონაწილეობდნენ რუსული სპეცსამსახურები. ეს არის რუსული სქემა - მოპარულია 2 მილიარდი დოლარი.... ამის შემდეგ, ჩამოჰყავთ ეს ადამიანი - შალელაშვილი საქართველოში, აძლევენ მას დეპუტატის მანდატს - რა დამსახურებისთვის, კაცმა არ იცის... აშენებენ ბიტკოინების ქარხანას, ბიტკოინების ქარხანა იღებს უფასოდ თქვენ კუთვნილ დენს, მოიხმარს იმდენივე დენს, რამდენსაც თითქმის თბილისის მოსახლეობის უმეტესობა.... ეს კაცი ათეთრებს საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი ახლა „მისი ტყავის გადასარჩენად იბრძვის“, რისი საშუალებაც მას არ უნდა მიეცეს.

 

 

სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც საქართველოში კრედიტები დოლარებში მაშინ აიღეს, როცა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.65 იყო, ამ კრედიტებს, მისი ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, ამავე კურსით გადაიხდიან, თანაც 2-წლიანი მორატორიუმის გამოცხადების შემდეგ.

 


„როცა აიღეს კრედიტები და კურსი იყო 1.65. რაც ამავე კურსით უნდა იყოს გასტუმრებული და ამას გავაკეთებ მეორე დღესვე. გასტუმრებაზე კი 2 წლიანი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და 2 წლის შემდეგ დაიწყება გასტუმრება“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ივანიშვილს კურსის ხელოვნური მერყეობის შექმნით დიდი ფულის შოვნაში დასდო ბრალი.

 


„ივანიშვილი არის საერთაშორისო საფინანსო აფერისტი. მან კურსებზე თამაშზე გააკეთა უამრავი ფული. მე ალბათ სულელი ვგონივარ ამას რომ არ ვაკეთებდი“, აღნიშნა სააკაშვილმა.

 


მისივე თქმით, ძველი სახეები არ უნდა დაბრუნდნენ პოლიტიკაში და უნდა მოვიდეს „ახალი ხალხი“ და „ახალი პრემიერი“ და ეს უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ.

 

კომენტარები: 2
#2   Theo
      
Excellent, what a webpage it is! This weblog gives useful facts to us,
keep it up.

Feel free to visit my site :: Maddison
11 ნოემბერი 2021 11:05
#1   Isabelle
      
After looking into a number of the articles on your site, I
seriously like your way of blogging. I bookmarked it to my bookmark website list and will be checking back in the near future.
Please visit my web site too and let me know what you think.


Here is my webpage :: Chastity
8 ნოემბერი 2021 21:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი