აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ უსუფაშვილი აცხადებს, რომ კვირიკაშვილის პრემიერის პოსტიდან გაშვება მოსალოდნელი არ არის
28-05-2018, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტმა დაადასტურა, რომ მისი საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს“, აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის პარალელურად იმყოფებოდა ამერიკაში და რომლის თქმითაც, სახელმწიფო დეპარტამენტში მის მიერ გამართული შეხვედრებისას „აღნიშნავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მათთვის უფრო მკაფიო გახდა საქართველოში ერთპარტიულობის პრობლემა და შეშფოთებამაც იმატა“.

 

 

უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ „სწორედ ახლა უნდა გადაწყვიტოს ივანიშვილმა, 2012 წლის პოლიტიკურად ჯანმრთელ პოზიციას დაუბრუნდება, თუ ბოლო წლებში უკუღმა წასულ საქმეს უფრო უკან დასწევს და ძალაუფლების ვერტიკალს განამტკიცებს“.

 

 

„აშშ-ში პრემიერის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილებით გამოირჩეოდა და მისასალმებელია, რომ მიუხედავად ამერიკის ადმინისტრაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის გართულებული ურთიერთობისა თუ სხვა გამოწვევებისა, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს დელეგაციას სათანადო დრო და ყურადღება დაუთმო. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რეგიონში შექმნილი არასტაბილური ვითარების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ პომპეოსთან შეხვედრაზე კვირიკაშვილის პერსონალური ფაქტორი გამოიკვეთა, რაც შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე საინტერესო გამოჩნდა. საქართველოში ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ არის მოსალოდნელი პრემიერის ცვლილება, ამერიკაში ვიზიტმა კი დაადასტურა, რომ კვირიკაშვილის საგარეო პოზიციები მყარია და მას ამ როლის შესრულება კიდევ დიდხანს მოუწევს“, აცხადებს დავით უსუფაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 


„აშშ-ც და ევროპაც მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ ქვეყანაში პრემიერის შეცვლა, შესაძლოა, საქართველოს საგარეო პარტნიორებმა არასწორად გაიგონ. ასეთ მიდგომას მეც პოზიტიურად ვაფასებ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა, მმართველ პარტიაში ქაოსია და კვირიკაშვილს, ძირითადად, საგარეო მინისტრის ფუნქციის შესრულება უწევს, რადგან მთავრობაში უსაფრთხოებასა და ეკონომიკაზე პასუხისმგებელი სხვა ფიგურები გამოჩნდნენ, მისი საგარეო პოზიციების განმტკიცება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. „ქართულ ოცნებაში“ კვირიკაშვილის პრემიერ მინისტრად შერჩევისას მთავარი ფაქტორი იყო ის, რომ მან საგარეო საქმეთა მინისტრობისას საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრება მოახერხა. დღეს „ქართული ოცნების“ არც ერთ სხვა სახელისუფლებო ფავორიტს ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე მოწესრიგებული არა აქვს. შესაბამისად, თუ ივანიშვილს ოდესმე გაუჩნდება კვირიკაშვილის შეცვლის სურვილი, მან უნდა იზრუნოს პოტენციური შემცვლელის საგარეო მხარდაჭერაზეც. თუ ეს არ მოხდება, კითხვები გაჩნდება არა სხვა, კვირიკაშვილის შემცვლელ პრემიერთან, არამედ ქვეყნის კურსთან, რაც საგანგაშო იქნება ჩვენი მომავლისთვის“, აცხადებს დავით უსუფაშვილი და განაგრძობს:

 


„როგორც აშშ, ასევე ევროპაც, დიდი ხანია, შეშფოთებას გამოთქვამენ ერთპარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციის გამო. საქართველოს დელეგაციის ვიზიტის პარალელურად კერძო შეხვედრები გავმართე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აღნიშნავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით მათთვის უფრო მკაფიო გახდა საქართველოში ერთპარტიულობის პრობლემა და შეშფოთებამაც იმატა. ყველა შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთპარტიული მონოპოლია დააზიანებდა სახელისუფლებო სისტემას. ივანიშვილის ნაბიჯმა ზუსტად ამაში დაარწმუნა ჩვენი დასავლელი ­ სტრატეგიული პარტნიორები. რა თქმა უნდა, საქართველოს უცხოეთიდან არავინ აკადრებს, მმართველ პოლიტიკურ ძალას მიანიშნოს, უნდა იყოს თუ არა მომავალი პრეზიდენტი მმართველი პარტიის კანდიდატი, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ისინი უფრო ყურადღებით დააკვირდებიან, საპრეზიდენტო არჩევნებისას იქნება თუ არა მედია მონოპოლიზებული და ბიზნესწრეების დონაცია - შეზღუდული. სწორედ ახლა უნდა გადაწყვიტოს ივანიშვილმა, 2012 წლის პოლიტიკურად ჯანმრთელ პოზიციას დაუბრუნდება თუ ბოლო წლებში უკუღმა წასულ საქმეს უფრო უკან დასწევს და ძალაუფლების ვერტიკალს განამტკიცებს“.

 

კომენტარები: 1
#1   Κώστας-Σσοτα
      
ეტყობა პრეზიტენტობა უნდა - მარა ივანიშვილს ვერ მოერევა- ეს იცის და სათანადო ინტერვიუ
1 ივნისი 2018 07:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი