შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას, „საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარული ფულის“ საქართველოში „გათეთრების“ შესახებ, მტკნარ სიცრუეს უწოდებს
28-05-2018, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი შოთა შალელაშვილი მტკნარ სიცრუეს უწოდებს.

 


შალელაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც იგი საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ათეთრებს, სიღრმისელ პასუხს გასცემს, მას შემდეგ რაც, ორ დღეში საქართველოში დაბრუნდება.

 

 

„ორ დღეში ვიქნები საქართველოში და ყველაფერზე შედგება საუბარი. ჩემი პოზიცია ის არის, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე", განუცხადა „რუსთავი 2"-ს შოთა შალელაშვილმა სატელეფონო საუბრისას.

 

 

GUARDIAN.GE დეპუტატ შოთა შალელაშვილს უფრო ვრცელი კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა მან თქვა, რომ საქართველოში არ იმყოფება და ამომწურავ განცხადებას ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს.

 

 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 27 მაისს „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „კვირის აქცენეტები" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ შოთა შალელაშვილის შვილის მიერ რუსული სპეცსამსახურების დახმარებით მოპარული ფულის გათეთრება საქართველოში თანაინვესტირების ფონდის მეშვეობით ხდება. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ფულის გათეთრება ბიტკოინების საშუალებით ხორციელდება, და აქ, შალელაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია.

 

 

„შალელაშვილი - ამ საერთაშორისო ვამპირისტების ოჯახი - მისი შვილი გასამართლებულია, აშშ-ში დაიჭირეს მასობრივად ფულის მოპარვისთვის და ამ საქმეში მონაწილეობდნენ რუსული სპეცსამსახურები. ეს არის რუსული სქემა - მოპარულია 2 მილიარდი დოლარი.... ამის შემდეგ, ჩამოჰყავთ ეს ადამიანი - შალელაშვილი საქართველოში, აძლევენ მას დეპუტატის მანდატს - რა დამსახურებისთვის, კაცმა არ იცის... აშენებენ ბიტკოინების ქარხანას, ბიტკოინების ქარხანა იღებს უფასოდ თქვენ კუთვნილ დენს, მოიხმარს იმდენივე დენს, რამდენსაც თითქმის თბილისის მოსახლეობის უმეტესობა.... ეს კაცი ათეთრებს საერთაშორისო მაფიის მიერ მოპარულ ფულს საქართველოში", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

„რუსთავი 2"-ის ინფორმაცით, მმართველი გუნდის წევრის, შოთა შალელაშვილის შვილი გაბრიელ შალელაშვილი იგივე გარი შალონი მოიაზრება მთავარ ორგანიზატორად იმ ჰაკერული შეტევისა, რომლის შედეგადაც ამერიკული ბანკებიდან 100 მილიონამდე მომხმარებლის საბანკო მონაცემები მოიპარეს და მილიარდობით დოლარი მიითვისეს.

 

 

„გარი შალონი, რომელიც ონლაინკაზინოებითაა დაკავებული და ვის ქონებასაც საერთაშორისო მედია 2 მილიარდ დოლარად აფასებს, FBI-მ 2015 წელს მასშტაბური ოპერაციის შედეგად აიყვანა. თუმცა, მოგვიანებით მან საპატიმრო საპროცესო გარიგების საფუძველზე დატოვა.

 

 

გამოძიების ვერსიით, მოპარული ფულის გათეთრება სწორედ ონლაინკაზინოების და ბიტკოინების მეშვეობით ხდებოდა", იუწყება „რუსთავი 2".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი