ბათუმში უფლებადამცველზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს
28-05-2018, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებადამცველ მ.ბ.-ზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უფლებადამცველ მ.ბ.-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე 2 პირი - 1985 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1988 წელს დაბადებულ ს.ბ. პასუხისგებაში მისცეს. ზ.ბ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ს 120-ე მუხლით, ხოლო ს.ბ.-ს საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 მაისს ბათუმში ნათესავს - მ.ბ.-ს, წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

ზ.ბ.-მ მას ხის ჯოხით მსუბუქი დაზიანებაც მიაყენა.

 

 

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულებს სასჯელის სახით ჯარიმა შეეფარდათ", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი