შსს-ში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშის აღების ფაქტია ასახული
29-05-2018, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმურა. როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განმარტა, ვიდეოჩანაწერში ასახულია ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშის იძულებით აღების ფაქტი.

 

 

„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.

 

 

საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებული იქნა ვიდეო-საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.

 

 

საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული იძულების ის ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ოფლისა და ნერწყვის ნიმუშების ასაღებად.

 

 

გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 თებერვალს ბრალდებული ჯგუფურად თავს დაესხა ყ.თ.-ს და დ.თ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში, წებოვანი ლენტისა და ერთჯერადი ხელბორკილის გამოყენებით თავისუფლება აღუკვეთა დაზარალებულებს, ფიზიკურად იძალადა მათზე - ერთ-ერთ დაზარალებულს მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობა, ხოლო მეორეს - სახის არეში დაზიანებები მიაყენა, გაიტაცა ოქროს სამკაულები და ავტომანქანა.

 

 

ბრალდებული დაზარალებულებმა ამოიცნეს. ნ.გ.-მ უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობაზე, რის გამოც ამოცნობები ფოტოსურათით ჩატარდა. ბრალდებულმა ასევე უარი განაცხადა მისგან დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშის აღებაზე, რის გამოც პროკურორმა მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ნიმუშის იძულებით აღების მიზნით განჩინების გაცემის თაობაზე.

 

 

ნიმუშის აღება სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებაა, რომლის ჩატარების უფლებამოსილება, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, გააჩნია საგამოძიებო ორგანოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ნიმუშის იძულებით აღების შესაძლებლობას სასამართლოს განჩინებით, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე. ამასთან, კანონი იძლევა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, იძულების პროპორციული ზომების გამოყენების შესაძლებლობას.

 

 

ბრალდებულმა უარი განაცხადა ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რის გამოც მისგან დნმ-ის (ოფლის და ნერწყვის) ნიმუშის იძულებით აღება განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ქ. ქუთაისის N2 საპყრობილეში. ამასთან, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა იძულების ის ზომა, რაც მოცემულ შემთხვევაში აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად.

 

 

ბრალდებულისგან ნიმუშის იძულებით აღების პროცედურა, გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ, დაფიქსირებული იქნა ვიდეო-გადაღების საშუალებით, რომლის ჩანაწერიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულებათა გაცვლის ეტაპზე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, კანონის შესაბამისად, გამომძიებლის მიერ გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს.

 

 

საგამოძიებო ორგანო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ნიმუშის აღების ოქმის და საპროცესო მოქმედების შედეგების, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებების, დასაშვებობაზე მიმდინარე წლის 29 მაისს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებს მოსამართლე, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

 

ნ.გ.-ს ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის. მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 23 ვაზნით და საინექციო შპრიცში გახსნილ მდგომარეობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი”.

 

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა) მუხებით მიმდინარეობს", განაცხადეს შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გუშინ გავრცელდა. ვიდეოჩანაწერში აღნიშნული იყო, რომ ხელვაჩაურის პოლიციის თანამშრომლები პატიმარზე ძალადობდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი