მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილას ნაპოვნი მაკრატელი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ეკუთვნის
29-05-2018, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე - მოზარდების მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებათა შორის არის მაკრატელი, რომელიც როგორც უწყება ირწმუნება, ადგილზე მისულ სამედიცინო პერსონალს ეკუთვნოდა.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ ისაუბრა.

 

 

„ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე სამედიცინო მაკრატელი. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ ეს მაკრატელი ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას, რომელთაც დარჩათ ეს ნივთი შემთხვევის ადგილზე, შესაბამის დახმარების გაწევის შემდგომ. აღნიშნული გარემოება დადასტურდა ექიმების ჩვენებით, რომელთა ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

 

 

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვით, სხვა მაკრატლის ან საგნის არსებობა არ დგინდება", განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

როგორც უწყებაში აღნიშნეს, პროკურატურა აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი