არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო - მიხეილ ჯანელიძე
29-05-2018, 19:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვებიც კი, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო, ისევ მათი მმართველების, რუსეთის, კარნახით, წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

 

 

მიხეილ ჯანელიძე სირიის გადაწყვეტილებას, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთ უხეშ დარღვევად აფასებს.

 

 

„სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის - აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

 

 

არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვებიც კი, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო, ისევ მათი მმართველების, რუსეთის, კარნახით.

 

 

საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ასადის რეჟიმთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.

 

 

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამას გამარჯვებად თვლიან და ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობს ამ პროპაგანდის ქვეშ ამყოფებენ. ბნელ და მართულ ძალებთან კავშირით რაღაც ილუზიების შექმნას ცდილობენ, ნაცვლად შერიგებისთვის გზების ძიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფისა", წერს „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი პირი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი