საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის პრემიერ მინისტრი ესტუმრა
30-05-2018, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან ერთად ეწვია​. სომხეთის დელეგაციას აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა.

 

 

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აეროპორტიდან მთავრობის ადმინისტრაციაში გაემგზავრება, სადაც პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს შორის გაფართოებული შეხვედრა შედგება.

 

 

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრები 12:30 საათზე მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

 

 

ნიკოლ ფაშინიანს შეხვედრები დაგეგმილი აქვს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

 

 

ორდღიანი ვიზიტის ბოლოს, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრება და ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდება.

 

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის, იურიკ უნანიანის ინფორმაციით, შეხვედრა ქალაქ ახალქალაქში გაიმართება. როგორც GUARDIAN.GE-ს უნანიანმა განუცხადა, სომხეთის პრემიერ მინისტრის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელ სტუმრობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მისთვის ცნობილი არ არის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი